კერძო საკუთრებისთვის, წლების წინ დაწყებული დავა იქამდე მივიდა, რომ ლაშხიების ოჯახს მეზობელმა სახლიდან გასასვლელი კარის წინ კედელი ამოუშენა. საერთო გამოყენების კიბე კი, რომელიც ახლა კერძო საკუთრებაა, გასაღებით ჩაკეტა
თუ ერთი შეხედვით ყველაფერი სწორია, მაშინ როგორ ჩაიკეტა ოჯახი საკუთარ სახლში, რომელსაც გასასვლელი არ აქვს და ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე? – ეს არის ამბავი დავაზე, რომელმაც ერთ დროს საერთო მიწაზე მაცხოვრებელი ორი ოჯახი ბიუროკრატიულ ჩიხში შეიყვანა




