Carmark ავტომობილების შოურუმს აშენებს – რა მოცულობის ინვესტიცია ჩაიდება?

საქართველოში, ამერიკული, მეორადი ავტომობილების არჩევანი გაიზრდება. ამ მიმართულებით საინვესტიციო პროექტს კომპანია Carmark-ი ახორციელებს, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ დიდ შოურუმს აშენებს.როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Carmark-ის დირექტორმა, ირაკლი კუხიანიძემ განუცხადა, პროექტის ღირებულება, ჯამში, 1.5 მილიონ  დოლარამდეა.„სავარაუდოდ, ჩვენი შოურუმის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. აქ წარმოდგენილი იქნება როგორც ამერიკიდან ჩვენ მიერ ჩამოყვანილი მეორადი, დაზიანებული და შემდგომ, ჩვენივე აღდგენილი მანქანები, ასევე – სრულად დაუზიანებელი მეორადი ავტომობილები. გარდა ამისა, შოურუმის დიდ ნაწილს დაიკავებს ჩინეთიდან იმპორტირებული მანქანები“, – აღნიშნა ირაკლი კუხიანიძემ.მისივე ინფორმაციით, Carmark-ის შოურუმში წარმოდგენილი მეორადი ავტომობილების ღირებულება 7-დან 20 ათას დოლარამდე იქნება. საუბარია, ქართულ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად მანქანებზე. bp.ge