3 წელი რეალური სასჯელი, 2 წელი პირობითი და მილიონი ლარი ჯარიმა – ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა

3 წელი რეალური სასჯელი, 2 წელი პირობითი და მილიონი ლარი ჯარიმა – თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ფიქრია სიქტურაშვილმა ოფიციალურად დაადასტურა.

საუბარია არა ჯარის ძარცვის საქმეზე, არამედ სამედიცინო აპარატურის შეძენის საქმეზე სადაც პროკურატურამ ბურჭულაძეს ქრთამის აღების ბრალდება დაუმატა, თუმცა ამ კონკრეტულ საქმეზე არსებითი განხილვის გარეშე თავდაცვის ყოფილ მინისტრთან საპროცესო შეთანხმება შესთავაზა.

“ქართული ოცნების” მთავრობის ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად აღება, პროკურატურა ამბობს, რომ ვასილ მხეიძე, ქრთამის აღებაში დახმარებას უწევდა ნათესავს. ამ უკანსაკნელსაც აღნიშნულ საქმეზე საპროცესო გაუფორმდა.

მხეიძესთვის საპროცესოს პირობები ასეთია:

1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.

  • ცნობისთვის, თავადაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, პროკურატურა საპროცესო შეთანხმება ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების შემდეგ გაუფორმა.

გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჩვენებაში დაწერა, რომ ბიზნესმენ ზურაბ ტუკვაძისგან მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი ნაღდი ფულის სახით ირაკლი ღარიბაშვილს გადასცა.