ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა

Sci-Techმეცნიერებაკოსმოსი
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
ფოტო: Isar Aerospace
13
წაკითხვა
დასავლეთ ევროპის კოსმოსურ ინდუსტრიაში ახალი ეტაპი დაიწყო. გერმანულმა კომპანია Isar Aerospace-მა საკუთარი რაკეტა, 28-მეტრიანი “Spectrum”, ნორვეგიის ტერიტორიიდან კოსმოსში წარმატებით გაუშვა. ის ორბიტაზე დასავლეთ ევროპის მიწიდან გაფრენილი პირველი ხომალდია.
მისია 5 სექტემბერს, ნორვეგიის კუნძულ ანდოიაზე მდებარე კოსმოსური ცენტრიდან შესრულდა. აფრენიდან სულ რაღაც შვიდ წუთში რაკეტამ დედამიწის გარშემო ელიფსურ ორბიტას მიაღწია. Spectrum-მა იქ ხუთი მცირე თანამგზავრი (cubesat) და სამეცნიერო დანიშნულების ერთი ტვირთი გაიტანა.
“ცხადია, გარკვეული წინააღმდეგობები შეგვხვდა, თუმცა ამან მხოლოდ გაგვაძლიერა და ორბიტაზე სწორედ უზარმაზარმა საინჟინრო შრომამ გაგვიყვანა”, — აცხადებს პროექტის მთავარი ინჟინერი, ნიკოლაოს პერაკისი.
კომპანიისთვის ეს მეორე მცდელობა იყო. პირველ ჯერზე მისია 2025 წლის მარტში, სტარტიდან ერთ წუთში, სარქველის გაუმართაობის გამო აფეთქებით დასრულდა. განმეორებითი ფრენა იანვარში იგეგმებოდა, მაგრამ უამინდობამ და ტექნიკურმა ხარვეზმა კომპანიას ხელი შეუშალა, მათ შორის მომდევნო თვეებშიც. პრობლემები, საბოლოოდ, წარმატებით აღმოიფხვრა.
Isar Aerospace ახალ პროექტზე დიდ იმედებს ამყარებს. მას მცირე და საშუალო ზომის თანამგზავრების ბაზარზე ლიდერობა სურს. Spectrum დედამიწის დაბალ ორბიტაზე 1000 კილოგრამი ტვირთის ატანას უზრუნველყოფს. მიუნხენთან მდებარე საწარმოო ბაზა კომპანიას წელიწადში 30-ზე მეტი მსგავსი რაკეტის აწყობის საშუალებას აძლევს.
“ახლა ისტორია იწერება: Spectrum-ის Isar-ისა და ევროპის. ამ უმნიშვნელოვანესი მიღწევით უზომოდ ვამაყობ… მეორე ფრენით უდიდეს წარმატებას მივაღწიეთ, თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. მომდევნო ნაბიჯების მიმართ დიდი მოლოდინი მაქვს”, — ამბობს ნიკოლაოს პერაკისი.
რუსეთის ევროპულ ნაწილში მდებარე კოსმოდრომებიდან რაკეტები ათწლეულებია, დაფრინავს, მაგრამ ეს პროგრამები აღმოსავლეთ ევროპის რეგიონსა და რუსულ სახელმწიფო ინდუსტრიას ეკუთვნის. დასავლეთ ევროპის ტერიტორიიდან კი კოსმოსში მსგავსი მისია აქამდე არასდროს შესრულებულა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა3310 ნახვა
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს1056 ნახვა
გალილეოს “თავისუფალი ვარდნის” ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა986 ნახვა
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით721 ნახვა
1.4 მილიონი წლის ნაფეხურები ადამიანის ზომის ჰომინინების აღმოჩნდა — რა გავიგეთ მათზე400 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
მობილური
“ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო” — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
“ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო” — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
ტექნოლოგიები
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
ჯანმრთელობა
ერთჯერადი გენური თერაპია “ცუდი” ქოლესტერინის დონეს 52%-ით ამცირებს — კლინიკური კვლევა
ერთჯერადი გენური თერაპია “ცუდი” ქოლესტერინის დონეს 52%-ით ამცირებს — კლინიკური კვლევა
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — “ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ”
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — “ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ”
გადახედვა
Sci-Tech
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
Sci-Tech
OpenAI-მ “მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი” წარადგინა — GPT-6 Astra
OpenAI-მ “მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი” წარადგინა — GPT-6 Astra
გადახედვა
ტექნოლოგიები
მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად?
მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად?
გადახედვა
Sci-Tech
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
ჯანმრთელობა
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
კოსმოსი
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს