იმდენად დასუსტებულია მთლიანად ოპოზიცია, რომ თავიდან ბოლომდე არიან გადასული ერთმანეთთან დაპირისპირებაზე, რაც ძალიან კარგია, ხალხი ხედავს ამ ყველაფერს, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ოპოზიციაში არსებულ ვითარებას შეეხებოდა.
მისივე თქმით, აქამდე ისინი ქართველ ხალხს არ მოსწონდა, ახლა კი უკვე ერთმანეთიც აღარ მოსწონთ.
„მანამდე ისინი ქართველ ხალხს არ მოსწონდა, ახლა უკვე ერთმანეთიც აღარ მოსწონთ. ეს არის იდეალური მდგომარეობა იმ პოლიტიკურ ძალაში, რომელსაც ფორმალურად აქამდე ერქვა ოპოზიცია, სინამდვილეში ყოველთვის იყო უცხოური აგენტურა“, – განაცხადა პრემიერმა.



