ლიკვიდირებულია უკრაინაში მოღალატედ აღიარებული ოლეგ შუტოვი

უკრაინული მედია სპეცსამსახურებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ლიკვიდირებულია ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის თანამშრომელი, უკრაინაში მოღალატედ აღიარებული ოლეგ შუტოვი. შუტოვი დროებით ოკუპირებულ დონეცკში სპორტკომპლექს „დინამოსთან“ ააფეთქეს.
🔻 მედიის ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საიდუმლო ოპერაცია 27 ივლისს ჩაატარა, თუმცა უსაფრთხოებიდან გამომდინარე ინფორმაცია დღეს გასაჯაროვდა, მას შემდეგ, რაც საიდუმლო სპეცოპერაციაში მონაწილე უკრაინულმა ჯგუფმა რუსების კონტროლირებადი ტერიტორია უსაფრთხოდ დატოვა.
🔻 თავად რუსულმა მხარემ აფეთქების დღეს ფაქტი დამალა და თქვა, რომ „ღამით დრონების თავდასხმისას ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელი დაშავდა“ [შუტოვი პარალელურად ამ პოზიციასაც იკავებდა]. რეალურად კი, ის ადგილზევე დაიღუპა.
🔻 შუტოვი უკრაინის სპეცსამსახურების 2 თანამშრომლის მკვლელობაში იყო ბრალდებული. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, სწორედ მან დაამონტაჟა ასაფეთქებელი მოწყობილობა 2017 წელს კიევში, უკრაინის სამხედრო დაზვერვის გენერალ-მაიორ მაქსიმ შაპოვალის მანქანაზე. შუტოვს ბრალად ედებოდა СБУ-ს პოლკოვნიკ ალექსანდრ ხარაბერიუშის მკვლელობაც.

ასევე დაგაინტერესებთ

თაკო ჩარკვიანი: მისამართის ცოდნა ყოველთვის მთავარია, რომ საქართველოში ქართველების დასახოცად რუსის ჯარის შემომყვანის და რუსეთის მსახურის, “გენერლის” ნუგზარ ფოფხაძის ავანტიურას არ აჰყვეს საზოგადოება