
“ირანული იარაღით დატვირთულ გემ „ლედი მარიაზე“ დარტყმის მომენტი. როგორც ჩანს, მიზანი არა გემის ჩაძირვა, არამედ ირანული იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდების დემონსტრაციული ჩაშლა იყო 12 ზუსტი დარტყმით. უკრაინამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი შესაძლებლობები, მათ შორის სხვა სახელმწიფოებთან თანამშრომლობის კუთხით. მაგალითად, ისეთ ქვეყანასთან, როგორიც ლიბიაა, რომლის ტერიტორიიდანაც გემზე დასარტყმელად დრონები გაუშვეს. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მთელი ეს ბრწყინვალე „აურზაური“ კუშნერისა და უიტკოფის ვიზიტის პარალელურად მოხდა. ალბათ, დამთხვევაა… ასეა თუ ისე, კრემლმა მიიღო სიგნალი: რუსეთი ირანიდან იარაღის მიღებას ვეღარ შეძლებს – ვერც საჰაერო და ვერც საზღვაო გზით” – წერს ნევზოროვი.