კუშნერი და უიტკოფი კიევში ზელენსკის შეხვდნენ — რა საკითხები განიხილეს?

კუშნერი და უიტკოფი კიევში ზელენსკის შეხვდნენ — რა საკითხები განიხილეს?
ფოტო: Reuters
8
წაკითხვა
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში 6 სექტემბერს პოლონეთიდან ჩავიდნენ. როგორც DW წერს, ორივესთვის ეს უკრაინაში პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც ისინი ომის მშვიდობიანი გზით დასრულებაზე მუშაობენ. უკრაინის დედაქალაქში გამართულ მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობდნენ: გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლები და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესაძლო პირობები, უკრაინის დასავლელი პარტნიორების მოკლევადიანი მხარდაჭერა და უსაფრთხოების გარანტიები განიხილეს.
ზელენსკის განცხადებით, ომი ზამთარშიც გაგრძელდება, ამიტომ უკრაინას დასავლელი პარტნიორებისგან ზამთრისთვის დახმარების პაკეტი სჭირდება.
“ძალიან ვიმედოვნებთ, რომ ამერიკელ პარტნიორებთან შეთანხმებას შევძლებთ და იმედი გვაქვს ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერისაც, თუ ომი ზამთარშიც გაგრძელდება. ამ ეტაპზე სწორედ ასე გამოიყურება ვითარება”, — განაცხადა მან.
მისი თქმით, უკრაინა ასევე ელოდება ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) დიდი მოცულობით მიწოდებას და საჰაერო თავდაცვის სისტემების ახალ პარტიებს.
მანამდე ამერიკული გამოცემა Axios-ი, მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით, წერდა, რომ ზელენსკიმ უიტკოფთან და კუშნერთან შეხვედრაზე ომის პირობებში უკრაინის ზამთრისთვის მომზადების საკითხი დააყენა. აშშ-ის წარმომადგენლებმა კი აღნიშნეს, რომ სურთ, სამშვიდობო მოლაპარაკებებში გარღვევა ზამთრის დადგომამდე მოხდეს.
Axios-ის კიდევ ერთი, ანონიმური წყაროს ცნობით, კიევში გამართული მოლაპარაკებები კარგად წარიმართა. მისი თქმით, კუშნერსა და უიტკოფს სურთ, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად სამშვიდობო წინადადებების განახლებულ ვერსიაზე იმუშაონ.
როგორც DW წერს, მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემა ტერიტორიული საკითხიც იყო.
“ტერიტორიული საკითხი კვლავ აქტუალურია… ეს არ ნიშნავს, რომ ამაზე ძალიან დიდხანს ვისაუბრეთ, თუმცა მისი განხილვის შესაძლებლობა გვქონდა. კვლავ იმავე აზრზე ვრჩები, რომ ასეთი რთული საკითხები მხოლოდ ლიდერების დონეზე უნდა გადაწყდეს”“, — განაცხადა ზელენსკიმ.
რა განცხადებები გაკეთდა?
მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შემდეგ ჯარედ კუშნერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცნობიერებს, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარება “ძალიან რთული და კომპლექსური საკითხია”, თუმცა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ომის დასრულება, ადამიანების დაღუპვის შეჩერება და ოჯახებისთვის შვების მოტანა.
ერთი დღით ადრე უიტკოფმა და კუშნერმა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გამართეს მოლაპარაკებები. თეთრმა სახლმა შეხვედრას “შინაარსიანი” უწოდა, კრემლის განცხადებით კი, უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე ვითარება რთულია. აშშ-ის ეს წარმომადგენლები მოსკოვში მანამდეც რამდენჯერმე იმყოფებოდნენ.
კომენტარები
გადახედვა
კუშნერი და უიტკოფი კიევში ზელენსკის შეხვდნენ — რა საკითხები განიხილეს?
9 წუთის წინ
კუშნერი და უიტკოფი კიევში ზელენსკის შეხვდნენ — რა საკითხები განიხილეს?
გადახედვა
7 სექტემბერს, დიუშენის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს, საჯარო ღონისძიება გაიმართება
25 წუთის წინ
7 სექტემბერს, დიუშენის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს, საჯარო ღონისძიება გაიმართება
გადახედვა
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
4 სექტემბერი, 15:46
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
4 სექტემბერი, 14:46
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
4 სექტემბერი, 13:40
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
გადახედვა
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
4 სექტემბერი, 13:40
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
4 სექტემბერი, 13:39
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
4 სექტემბერი, 13:35
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
გადახედვა
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
4 სექტემბერი, 12:57
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
4 სექტემბერი, 12:45
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
4 სექტემბერი, 12:33
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
4 სექტემბერი, 11:38
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
გადახედვა
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი” თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
4 სექტემბერი, 11:24
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი” თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
“გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს” — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
4 სექტემბერი, 10:53
“გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს” — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — “ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ”
4 სექტემბერი, 10:33
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — “ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ”
გადახედვა
მცხეთაში “სამხედროს ქუჩას” ილია მეორის სახელი ეწოდა
4 სექტემბერი, 10:22
მცხეთაში “სამხედროს ქუჩას” ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
4 სექტემბერი, 09:20
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული “ქართული ოცნების” მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
4 სექტემბერი, 09:19
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული “ქართული ოცნების” მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
4 სექტემბერი, 09:01
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
გადახედვა
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
4 სექტემბერი, 08:55
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
4 სექტემბერი, 08:51
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
კვირის ტოპ-5
“მდინარაძის გამოგზავნილი წერილი” და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?1381 ნახვა
ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის502 ნახვა
ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?497 ნახვა
როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს?409 ნახვა
გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს324 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
საზოგადოება
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
საზოგადოება
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილის თქმით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურაში დაკითხვაზე, პირველ რიგში, კობახიძე და მდინარაძე უნდა დაებარებინათ
სალომე სამადაშვილის თქმით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურაში დაკითხვაზე, პირველ რიგში, კობახიძე და მდინარაძე უნდა დაებარებინათ
გადახედვა
საზოგადოება
“ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას” — POG ვიდეოს აქვეყნებს
“ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას” — POG ვიდეოს აქვეყნებს
ცხოვრების სტილი
მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის — ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები
მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის — ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები
გადახედვა
Sci-Tech
OpenAI-მ “მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი” წარადგინა — GPT-6 Astra
OpenAI-მ “მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი” წარადგინა — GPT-6 Astra
გადახედვა
პოლიტიკა
სააკაშვილი წერს, რომ ღარიბაშვილს ციხეში მოწამვლისა და შესაძლო ლიკვიდაციის ეშინია
სააკაშვილი წერს, რომ ღარიბაშვილს ციხეში მოწამვლისა და შესაძლო ლიკვიდაციის ეშინია
გადახედვა
ტექნოლოგიები
მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად?
მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად?
გადახედვა
საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს | ფოტოები
რუსთაველის გამზირზე ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს | ფოტოები
გადახედვა
Sci-Tech
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
ახლა კითხულობენ
გადახედვა
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
3 სექტემბერი, 16:01
ბევრი ადამიანი დილას ჩაით ან ყავით იწყებს და დღის განმავლობაში რამდენიმე ფინჯანსაც კი სვამს. იმაზე ხშირად მსჯელობენ,…
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს