CH64 Gallery – სიეიჩ64 გალერეაში მხატვარ სოფო მამალაძის გამოფენა გაიხსნა (ფოტოები)

5 სექტემბერს, CH64 Gallery – სიეიჩ64 გალერეაში მხატვარ სოფო მამალაძის გამოფენა გაიხსნა, რომელიც 4 ოქტომბრამდე გასტანს. 

“მდუმარე არქეტიპები” ერთდროულად კაპიტულაციას და ლოცვასწარმოადგენს. შინაარსობრივად ნამუშევრები ეხმიანებიან არა მხოლოდ ბრძოლის, არამედ თვითგადარჩენის, ცვლილებისა დაგარდასახვის თემატიკებს.

თითოეული ნამუშევარი ასახავს შინაგან მდგომარეობას რეალობისა და წარმოსახვის თანხვედრის მომენტში. სერია გამომდინარეობს დიალოგიდან ქვეცნობიერთან, არქეტიპებთან და უძველესი სამყაროს კვალთან, რომელიც ჩვენს სხეულებსა და მეხსიერებაში დღემდე აგრძელებს არსებობას.

ნამუშევრები ეხმიანებიან იმ მდუმარე მონოლოგს, რომელსაც თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავში ატარებს. ისინი არ გვთავაზობენ პასუხებს, არამედ სვამენ კითხვებს, რომლებიც დროთა განმავლობაში შეიძლება მინიშნებებად იქცეს.

სერიის ვიზუალური ენა მოთოლოგიასა და სიმბოლიზმის შერწყმიდან გამომდინარეობს და ამ ელემენტების მეშვეობით გამოიხატება და ცხადდება უხილავი ძალები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მოქმედებენ, ძალები, რომლებიც სიტყვებს მიღმა არსებობენ და ჩვენში მარადიულად ცოცხლობენ. მითი არ არის წარსულის ნაშთი, ის სიზმარია, რომელმაც საკუთარ დროს გადააბიჯეს, ადგილი, სადაც ადამიანი, ცხოველი და მეხსიერება ერთმანეთში იკვეთება და ერთიანდება.

სხეული, ბეწვი, ფრთები,თვალები, ფესვები, ფერი, ეს ყველაფერი ერთ ენაზე მეტყველებს. ფორმები ერთმანეთს ერწყმის და ერთიანდება, იქმნება სივრხე, სადაც არსებები ტრანსფორმაციის გზით ცდილობენ გადარჩენას, ერთმანეთად გარდასახვით.

ფიგურები ფრაგმენტებად იშლებიან, თუმცა სწორედ ამ ფრაგმენტაციაში იმალება ამბავი: განშორება, დაბრუნება, გადარჩენა.