საქართველოს რუსეთში პატიმრების ექსტრადირება დაუწყია.
მას შემდეგ რაც რუსეთი ევროსაბჭოდან გააგდეს 2022 წელს, საქართველო რუსეთში არ ახდენდა პატიმრების ექსტრადირებას სამი წლის განმავლობაში.

ეს განაცხადა იუსტიციის სამინისტრომ, ევროსასამართლოს ერთ-ერთ საქმეში (ლინკი კომენტარებში). იმავე საქმის ფარგლებში, მათ ასევე დადეს პირობა, რომ არ გადაცემის მიდგომას შეინარჩუნებდნენ სანამ ერთიანი ევროპული პოზიცია არ ჩამოყალიბდებოდა ამ საკითხზე.

როგორც აღმოჩნდა ქართულმა ოცნებამ, ევროსასამართლოს წინაშე აღებული ვალდებულებიდან 1 წლის თავზე შეცვალა მიდგომა და არანაირი დასაბუთება არ მოგვისმენია რატომ (არც რამე საერთო ევროპული მიდგომაა ამაზე ცნობილი).
ყველამ ვნახეთ რომ გუშინ მიიღეს ერთ-ერთი პატიმრის რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილება.

რუსეთის გენერალური პროკურატურის ვებ-გვერდის მიხედვით, წელს, თებერვალსა და ივლისში, 3 პირის ექსტრადირების გადაწყვეტილება მიღებულა საქართველოს მიერ.

რუსეთში პატიმრების გადაცემა შეიცავს ადამიანის უფლებების დარღვევის რისკებს და არანაირი გარანტია არ არსებობს იმის, რომ მათი ძირითადი უფლებები იქ იქნება დაცული. ისინი აღარც ევროპული კონვენციის წევრები არიან და სამწუხაროდ საქართველოს გრამი ბერკეტი არ აქვს ხელთ გადაცემული პირების დასაცავად” | წერს გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში.

რუსეთის მოქალაქე მიხაილ ტიმოფეევი საქართველოში იანვარში დააკავეს. ის პოლიტიკური დევნის გამო, თავშესაფარს ითხოვდა. ტიმოფეევს რუსეთში დაუსწრებლად, 22-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ტიმოფეევი, ხაბაროვსკის მხარის ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის თანაშემწე და პოლიტიკური თანამოაზრეა, რომლის საქმემაც ხაბაროვსკში 2020-2021 წლებში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. ტიმოფეევს რუსეთში ექსტრადიცია ემუქრება.