აშშ-მა უკრაინის კონფლიქტის მოგვარებისას ადგილზე არსებული რეალობა უნდა გაითვალისწინოს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
სერგეი რიაბკოვმა განცხადება მოსკოვსა და კიევში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის დაგეგმილ ვიზიტებთან დაკავშირებით გააკეთა.
მისი თქმით, „ვითარება კიევის სასარგებლოდ არ იცვლება“.
„მთავარ კითხვას წარმოადგენს ის, თუ რამდენად არის აშშ-ის ადმინისტრაცია მზად, რომ ძალისხმევა კრიზისის რეალური მოგვარების გზების პოვნისკენ მიმართოს, მათ შორის, ადგილზე არსებული რეალობის გათვალისწინებით. არა მხოლოდ ძირეული მიზეზების გათვალისწინებით, რომლებზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ, არამედ იმ ვითარების, რომელიც მუდმივად იცვლება“, – აღნიშნა რიაბკოვმა.




