7
წაკითხვა
ტექნოლოგიური სფეროს გიგანტმა Google-მა YouTube-ის ყველაზე პოპულარულ სახესთან, ჯიმი დონალდსონთან, იგივე MrBeast-თან, მრავალწლიანი პარტნიორობა გააფორმა. თანამშრომლობის მთავარი მიზანი Gemini-ს ხელოვნური ინტელექტისა და Google Health პლატფორმების პოპულარიზაციაა.
პარტნიორობის ფარგლებში პირველი ვიდეო MrBeast-ის არხზე 5 სექტემბერს გამოქვეყნდება. ჯიმი და მისი გუნდი დედამიწის ყველაზე მკაცრ და სახიფათო გარემოში — ჯუნგლებში, უდაბნოსა და არქტიკაში — გადარჩენას ეცდებიან. ექსპედიციის დროს მონაწილეები Gemini-ს ასისტენტს გამოიყენებენ ამინდის მკვეთრი ცვლილებებისთვის მოსამზადებლად, არსებული საფრთხეების იდენტიფიცირებისთვისა და მარშრუტის დაგეგმვისთვის.
მხარეების პარტნიორობა მხოლოდ YouTube პლატფორმაზე ვიდეოების განთავსებით არ შემოიფარგლება. დონალდსონი Google-ის ახალ სარეკლამო კამპანიაშიც მიიღებს მონაწილეობას, სადაც მაყურებელს აჩვენებს, თუ როგორ ეხმარება მას ხელოვნური ინტელექტი მასშტაბური, რთული შოუების დაგეგმვაში. ამასთან ერთად, მომდევნო გამოწვევებში Google-ის ახალი მოწყობილობის, Fitbit Air-ის, ინტეგრაციაც იგეგმება.
ცნობისთვის, Fitbit Air არის Google-ის ყველაზე პატარა, მსუბუქი და კომპაქტური ფიტნესტრეკერი, რომელიც ეკრანის გარეშეა შექმნილი. მისი მინიმალური დიზაინი მოწყობილობას საშუალებას აძლევს, რომ მაქსიმალურად შეუმჩნეველი იყოს ყოველდღიურობაში, არ შეაწუხოს მომხმარებელი შეტყობინებებით ან ეკრანის ნათებით და მთელი ყურადღება ჯანმრთელობის უწყვეტ მონიტორინგზე გადაიტანოს. მასში მჭიდროდაა ინტეგრირებული Google health და Gemini-ზე დაფუძნებული AI ასისტენტი.
Google-ის წარმომადგენლების თქმით, MrBeast პირველი კონტენტკრეატორია, რომელმაც YouTube-ზე 500 მილიონ გამომწერს გადააჭარბა. კომპანიას სურს, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები ფართო აუდიტორიას სწორედ ასეთი ამბიციური პროექტების მაგალითზე წარუდგინოს.
MrBeast-ისთვის მსხვილ ბრენდებთან თანამშრომლობა ახალი სულაც არ არის. მაგალითად, 2023 წელს იუთუბერი Samsung-თან თანამშრომლობდა, როდესაც ვიდეოების გადასაღებად Galaxy-ის სერიის სმარტფონებს იყენებდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა2141 ნახვა
გალილეოს “თავისუფალი ვარდნის” ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა968 ნახვა
1.4 მილიონი წლის ნაფეხურები ადამიანის ზომის ჰომინინების აღმოჩნდა — რა გავიგეთ მათზე357 ნახვა
კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ242 ნახვა
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს203 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
ჯანმრთელობა
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
Sci-Tech
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
ჯანმრთელობა
ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის
ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის
გადახედვა
მედიცინა
ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა
ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა
გადახედვა
ტექნოლოგიები
Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა
Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა
ეკონომიკა
რა არის საფონდო ბირჟა და როგორ მუშაობს ის რეალურად?
რა არის საფონდო ბირჟა და როგორ მუშაობს ის რეალურად?
გადახედვა
მეცნიერება
ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი
ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი
გადახედვა
ჯანმრთელობა
მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა
მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა
გადახედვა
კოსმოსი
ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც “ჰაბლის დედა” უწოდეს
ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც “ჰაბლის დედა” უწოდეს
გადახედვა
Sci-Tech
ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა
ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა