მოროშკინა “სრული პასუხისმგებლობით” აცხადებს, რომ არ არსებობს დაცული ციხე და “სიფრთხილეს თავი არ სტკივა”

ოცნების პროპაგანდისტი ლალი მოროშკინა “უფრო უპრიანად” მიიჩნევს, ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი შინაპატიმრობაში გადაიყვანონ. ის ავითარებს აზრს, რომ შესაძლოა, ექსპრემიერი “საკრალური მსხვერპლი” იყოს და მისი ლიკვიდიაცია იგეგმებოდეს, ხოლო სცენარის დრამატული განვითარება “ნაცების ინტერესებშია”. მოროშკინა “სრული პასუხისმგებლობით” აცხადებს, რომ არ არსებობს დაცული ციხე და “სიფრთხილეს თავი არ სტკივა”.
“ხომ არ არის “საკრალური მსხვერპლი” ირაკლი ღარიბაშვილი?
ხომ არ იგეგმება მისი ლიკვიდაცია?
ვის ინტერესებშია სცენარის დრამატული განვითარება?
ცხადია, ნაცების.
კბილი კბილის წილ სცენარი – ერთი მოკლული პრემიერი იქით, ერთი მოკლული პრემიერი აქეთ… მოქმედებაშია.
ახლა შევხედოთ გარემოებას, როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არ არსებობს დაცული ციხე, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ როგორც ყველა სისტემაში, ასევე გისოსებს მიღმა სამყაროში უამრავი აგენტია.
რას მივიღებთ ყოფილი პრემიერის ლიკვიდაციის შემთხვევაში?
სრულ კოლაფსს.
ვის აწყობს კოლაფსი? აბა, გამოიცანით.
მოკლედ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა, სტალინის ლიკვიდაციაც კი მოახერხეს, ასე რომ თავს ნუ დავდებთ…
ვფიქრობ, უფრო უპრიანი იქნება ირაკლი ღარიბაშვილის შინა პატიმრობა.
თავისთავად შეწყდება სპეკულაცია პაემნებზე და პასუხისმგებლობა ოჯახის წევრებზეც გადანაწილდება.
P.S. მაინც გიკონკრეტებთ. შავი სამყარო, დაბალი რგოლის უწყების თანამშრომლები და ა.შ.
მილიონ დოლარად ყველაფერი კეთდება! გადახედეთ ნაცების ერთთვიან ნარატივს” – წერს მოროშკინა