ისრაელის არმიამ დაადასტურა 7 ოქტომბერს გატაცებული 31 მძევლის სიკვდილი

რადიო თავისუფლების ცნობით, ს არმიამ დაადასტურა სიკვდილი 31 მძევლისა, რომლებიც ჰამასმა (-ში და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეული დაჯგუფება) ისრაელზე თავდასხმისას გაიტაცა 7 ოქტომბერს.
ისრაელის ხელისუფლება ვარაუდობდა, რომ ღაზის სექტორში ჯერ კიდევ ჰყავდათ დაკავებული 130 მძევალი, ისრაელელები და უცხოელები.
The New York Times-ი ისრაელის დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სულ მცირე 30 მძევალი დაიღუპა. გამოცემის თანახმად, ზოგიერთი მათგანი ისრაელის ტერიტორიაზე თავდასხმისას მოკლეს, შემდეგ კი მათი გვამები შემდეგ ღაზის სექტორში გადაიტანეს. რადგან მათი სიკვდილი იმ დროისთვის დადასტურებული არ იყო, ისინი ცოცხალ მძევლებს მიათვალეს. სხვები მიღებულ ჭრილობებისგან დაიღუპნენ ან ტყვეობაში დახოცეს.
ადრე გავრცელდა ასევე ცნობა, რომ სამი მძევალი ისრაელის არმიის სამხედროებმა შეცდომით მოკლეს ღაზის სექტორში ოპერაციის დროს.
გამოცემა წერს, რომ სულ მცირე კიდევ 20 მძევლის სიკვდილის შესახებ არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია. The Wall Sreet Journal-ი ადრე იტყობინებოდა, რომ ისრაელის შეფასებით, ჰამასის მიერ გატაცებული დაახლოებით 50 ადამიანი შეიძლება იყოს დაღუპული.
ამ რიცხვს ასახელებდნენ მძევლების შესახებ გამართულ მოლაპარაკებებზე, რომლებიც აშშ-ის და ეგვიპტის მონაწილეობით მიმდინარეობდა.
თუ ისრაელის ეს შეფასება სინამდვილეს შეესაბამება, დაახლოებით 80 მძევალი კვლავ ცოცხალი უნდა იყოს და ჯიჰადისტებს აქვთ მათ მიერ გატაცებული ათეულობით ადამიანის გვამები. დღემდე არცერთი დაღუპულის გვამი არ გადაუციათ ისრაელისთვის.
მძევლების განთავისუფლება და დაღუპულთა გვამების გადაცემა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკების პირობაა.
შარშან, 7 ოქტომბერს, ისრაელის ტერიტორიაზე ჰამასის და სხვა ჯგუფების მიერ განხორციელებული სწრაფი იერიშის დროს 1200 ადამიანი დაიღუპა. 240-250 ადამიანი გაიტაცეს და, სხვადასხვა მონაცემებით, ღაზის სექტორში გადაიყვანეს.
ისრაელის საპასუხო საჰაერო და სახმელეთო იერიშის შედეგად, ღაზის სექტორში, პალესტინელების მხარის მონაცემებით, დაიღუპა 26 ათასი ადამიანი. შარშან, ნოემბერში, ცეცხლის ხანმოკლე შეწყვეტის დროს, ისრაელმა დაიბრუნა 130-მდე მძევალი.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება