კითხვის დრო: 2 წთ.
ნუთუ იმისთვის, რომ უკვე შექმნილი, ნამღერი და განვლილი უსასრულოდ გადავამღეროთ, გადავამღეროთ და გადავამღეროთ. გავერთოთ და გავერთოთ. არაფერი ახალი არ შევქმნათ? მხოლოდ იმისთვის, რომ ამით კარიერა ავაწყოთ, ცნობადობა მოვიპოვოთ და ქუჩაში ამპარტავნულად, „მე ვარ და ჩემი ნაბადიო“, ვიაროთ?
თუ, კულტურის დანიშნულება ახლის შექმნაა — ისეთი ხელოვნების, რომელიც ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის მაჯისცემას აჰყვება; ილაპარაკებს იმაზე, რაც ხალხს სტკივა და უხარია.
რა თქმა უნდა, არსებობს პიესები და სცენარები, რომლებიც მარადიულად აქტუალურია, მაგრამ ასეთი კლასიკის გადააზრება, ჩემის აზრით, მაშინ არის ბუნებრივი, როცა ქვეყანა უკვე თავისუფალია და განვითარების ახალ ეტაპზე დგას.
ვინც თვლის თავს კომპეტენტურად ამ საკითხში, გთხოვთ, რომ მიპასუხოთ. იქნებ მე ჩამოვრჩი და არასწორი ვარ. თქვენდამი დიდი პატივისცემით კოლეგებო.”



