ენტონი ბლინკენი – ბევრი სამუშაოა, მაგრამ ფოკუსირებული ვართ მის შესრულებაზე – იმედია შევძლებთ მძევლების გათავისუფლების გაგრძელებას

მძევლების გათავისუფლების შესახებ საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე ბევრი სამუშაოა გასაწევი. ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა იერუსალიმში ს პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან შეხვედრის დროს განაცხადა.
შეხვედრაზე ბლინკენმა და ჰერცოგმა მძევლების გათავისუფლების შესახებ შემოთავაზებული შეთანხმება და მასზე “ჰამასის” პასუხი განიხილეს.
“ყურადღებით განვიხილავთ მას [შეთანხმებას], ისევე, როგორც ისრაელის მთავრობა. ბევრი სამუშაოა გასაწევი, მაგრამ ძალიან ფოკუსირებულნი ვართ ამ სამუშაოს შესრულებაზე და იმედია შევძლებთ მძევლების გათავისუფლების გაგრძელებას, რაც რამდენიმე თვის წინ შეწყდა”, – განაცხადა ბლინკენმა.
ბლინკენმა ასევე აღნიშნა პოზიტიური ნიშნები ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით.

ასევე დაგაინტერესებთ