ასურეთის მიმდებარედ, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულებიდან ერთი „იმედის“ ოპერატორი, ორი კი მფრინავია

სოფელ ასურეთის მიმდებარედ, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნისას დაღუპულებს შორის ერთ-ერთი ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილია. ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს.
რაც შეეხება დანარჩენ ორ გარდაცვლილს, ისინი მფრინავები არიან.
წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რამაც კატასტროფა გამოიწვია. საჰაერო ბურთზე მყოფი სამივე ადამიანი დაიღუპა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ცნობისთვის, საჰაერო ბურთი ს ცენტრალური სტადიონიდან დღეს დილით აფრინდა. ორ მფრინავს – რევაზ უთურგაურსა და პოლონელ კშიშტოფ ზააპარტს საჰაერო ბურთით ყველაზე დიდ მანძილზე გაფრენაში მსოფლიო რეკორდის დამყარებამდე საცდელი ფრენა უნდა განეხორციელებინათ. საფრენი აპარატით ისინი ფოთიდან კახეთის მიმართულებით მიფრინავდნენ. მათთან ერთად საჰაერო ბურთზე იმყოფებოდა ოპერატორი მიშო ბიძინაშვილიც.
“ინტერპრესნიუსი” სამძიმარს უცხადებს ტელეკომპანია “იმედს” და დაღუპულთა ოჯახებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ხაზარაძე- გახარიაზე – ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი – კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება