როსტოვის ოლქში Ozon-ის საწყობზე დრონებით დარტყმა განხორციელდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, როსტოვის ოლქის ქალაქებში, კერძოდ, დონის როსტოვში, ბატაისკსა და აქსაიში აფეთქებების ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა.
კომპანია Ozon-მა დაადასტურა, რომ დრონებით იერიშის შედეგად მათი ლოჯისტიკური ობიექტი დაზიანდა.
ასევე, დრონებით დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის კომპანია DNS-ის საწყობშიც.
როსტოვის ოლქის გუბერნატორმა, იური სლიუსარმა განაცხადა, რომ ოლქზე დრონებით თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.




