ქეთი მოლაშვილი: მე არ მჯერა, რომ დაურ ბუავა საკუთარი სიკვდილით გარდაიცვალა, იმიტომ, რომ…

სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
მე არ მჯერა, რომ დაურ ბუავა საკუთარი სიკვდილით გარდაიცვალა,
იმიტომ, რომ ასეთი ბიჭები,
ბიჭები, რომლებიც მზეს ასხივებენ,
ცოცხლობენ დიდხანს და ბედნიერად
და მგონია, რომ დაურ ბუავა,
აფხაზმა და რუსმა კგბ-მ ერთად მოკლა
და როგორი მტკივნეულია ის ამბავი,
რომ რუსული კგბ,
შენი ქვეყნის დედაქალაქში,
ასე მარტივად კლავს ჯერ სულ ბავშვებს…
ჰო, მე ვერასდროს ვერაფერს დავამტკიცებ,
ამ საქმესაც დახურავენ,
სავარაუდოდ ისე,
რომ იტყვიან უბედური შემთხვევა იყოო
მაგრამ
ერთი რამ ზუსტად ვიცი,
დაური იყო აფხაზი ბიჭი,
რომელსაც ბავშვობაში საქართველო შეაძულეს
და ქართველები მტრებად გააცნეს,
მერე დაური ტყვარჩელიდან ჩამოვიდა საქართველოში და თავად ნახა ვინ ვიყავით ქართველები,
ნახა
და
შევუყვარდით ♡
ჰო, დაური იყო ბიჭი, რომელმაც აფხაზი და ქართველი ახალგაზრდების დაახლოება შეძლო
და სულ მცირე,
აფხაზ ახალგაზრდებს,
იმ ამბავს კი არ უყვებოდა,
სადაც ქართველები აფხაზების მტრები ვართ,
არამედ იმ რეალობას, სადაც რუსეთია ამ ორივე ხალხის ყველაზე დიდი მტერიც და დამნაშავეც.
დაურს უსმენდა აფხაზი ახალგაზრდების ძალიან დიდი რაოდენობა
და დაური გახდა საშიში აფხაზეთისთვის
და უფრო საშიში რუსეთისთვის:
ემანდ აფხაზი და ქართველი ახალგაზრდები,
მართლა არ დაეახლოვებინა..
იცით რა ქნეს აფხაზეთში?
დაური სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადეს, უამრავ მუქარის წერილს იღებდა..
რატომ მჯერა, რომ რუსულმა კგბმ მოკლა იცით?
ამასწინათ ვკითხულობდი
გივი მარგველაშვილის წიგნს,
წინასიტყვაობიდან ამოვიკითხე,
რომ მას შემდეგ,
რაც დამოუკიდებლობის აქტის და 1921 წლის სახელმწიფოს შემქმნელი მნიშვნელივანი ხალხი,
ქვეყნიდან გააქციეს,
მათ შორის გივის მამამ გერმანიას შეაფარა თავი.
საბჭოთა კგბმ რა ქნა იცით?
რა და გერმანიიდან მოიტაცა გივის მამა
და თავად გივი მარგველაშვილიც,
საბჭოთა კავშირში ჩამოიყვანა
და ფაქტობრივად შვილთან ერთად, ტყვედ აიყვანა..
სსრკ-ს ფარგლებს გარეთ გასვლა აუკრძალა..
გივი მარგველაშვილი ბავშვი იყო,
კგბ-მ რომ მოიტაცა და მთელი ცხოვრება ტყვეობაში ამყოფა,
მხოლოდ საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ შეძლო გერმანიაში დაბრუნება..
გერმანიიდან გაიტაცა ხალხო ათეულობით წლების წინ
და
თბილისში როგორ მარტივად მოკლავდა
პრორუსი რეჟის ხელში,
ხომ წარმოგიდგენიათ…
ჰო, ეს პოსტი იმაზე არაა, რა დიდი ცოდნის პატრონი კაცი იყო გივი მარგველაშვილი
და რანაირი საინტერესო წიგნები აქვს დაწერილი,
ეს პოსტი იმაზეა,
რომ აფხაზი ბიჭი,
მგონია, რომ მოკლეს მხოლოდ იმიტომ,
რომ ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს აახლოებდა ერთმანეთთან
და უგზო-უკვლოდ დიდ საქმეს აკეთებდა ჩვენი და აფხაზი ხალხის შერიგების საკითხებში
და რადგან ჩვენ გამო მოკლეს,
მგონია
ჩვენი ვალია,
ვიზრუნოთ დაურ ბუავა სულ ცოცხლობდეს,
სულ გვახსოვდეს..
ჰო,
დარწმუნებული ვარ რომ მოკლეს,
ჰო, არც იმის მჯერა, რომ ვინმე რამეს გამოიძიებს,
თეთრზე შავით აწერინებენ,
ვისაც რა მოუნდება,
თქვენც ხომ კარგად იცით
და იმას შეთხზავენ, რაც დასჭირდებათ..
ამ ამბავს აღარაფერი ეშველება,
დაური ვერ დავიცავით,
ვერ ვუშველეთ.
უბრალოდ როგორც ქართველმა ხალხმა,
ერთი რაც შეგვიძლია ვქნათ არის ის,
რომ აი დამპალი რუსული იმპერია რომ ჩამოიშლება,
დიდქოცობისბნელიწლები რომ მორჩება
და აფხაზ ხალხს შევურიგდებით,
გვახსოვდეს დაურ ბუავას სახელი და გვარი,
ბიჭის,
რომელმაც ჩვენი და აფხაზი ახალგაზრდების შერიგება დაიწყო..
ვწუხვარ რომ ვერ დავიცავით,
რუსეთი რომ საშიშია
და კგბ რომ საშიშია,
ბრიტვასავით ვგრძნობთ საკუთარ კანზე,
დაურის ხსოვნის საპატივსაცემოდ,
უნდა შევძლოთ და მეტი აფხაზური კონტენტი უნდა შევქმნათ აფხაზი ახალგაზრდებისთვის და ასე მოვერიოთ რუსულ პროპაგანდას..
ღმერთო რა პატარა იყო დაური
და რამდენი კარგი საქმე დარჩა დასასრულებელი
და რა დამპალია ეს რუსული იმპერია!
ბოდიში დაურ!
ჩვენ და აფხაზები,
ერთმანეთს რომ დავიბრუნებთ,
იმ ამბავში,
შენი სახელი და გვარი,
ოქროს ასოებით ეწერება ♡
მე ასე მჯერა ♡

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: თუ ამ პოსტზე რომელიმე ოპოზიციურ პარტიას გული დაწყდება, მე ვუპასუხებ: შეიკარით ერთ მუშტად ოთხივე პარტია, გვაჩვენეთ რომ ხართ პოლუსი და მეც უკან წავიღებ ჩემს აზრებს, როგორც კოშმარულ სიზმარს