ლევან ცუცქირიძე “ოცნებაზე”: სისტემა მათ შექმნეს და ეს სისტემა მათაც მოუტრიალდება აუცილებლად (ვიდეო)

პარტია “თავისუფლების მოედნის” თავმჯდომარის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, “ქართულ ოცნებას” ის სისტემა აუცილებლად მიუტრიალდება, რომელიც მათ შექმნეს”.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ სისტემა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ააგო, “თაღლითური და ბანდიტური წესებით” მიშაობს.

რაც შეეხება მდინარაძის ამბავს, “ჟანრის კლასიკაა”, როგორ იქცევიან ისეთი რეჟიმები, როგორიც არის დღეს საქართველოში ივანიშვილის რეჟიმი და როგორ ამთავრებენ ეს ადამიანები, რომლებიც ჩათვლიან, რომ მხოლოდ მადლობების გადახდით, უპირობო მორჩილებით, უსამართლობის ჩადენით, საზოგადოებაში ნდობისა და ავტორიტეტის არა მოპოვებით, დაკარგვით და ფეხქვეშ გაგებით ნებისმიერ კაპრიზთან, რომელიც შეიძლება ოლიგარქს, დიქტატორს, ავტოკრატს ჰქონდეს, რაღაცას შეინარჩუნებენ. […]

ეს აჩვენებს იმას, რომ სისტემა, რომელიც ააგო ბიძინა ივანიშვილმა მუშაობს ჩვეულებრივი თაღლითური და ბანდიტური წესებით…

მოუწევს საკუთარ თავზე ამის წვნევა თვითონ იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს სისტემა ააშენეს რუდნებით, მდინარაძეც, ღარიბაშვილიც, ყველანი. ახლა რომ ლაპარაკობს ირაკლი ღარიბაშვილი რაღაც ღირსებაზე, რომ თურმე სასამართლო ფარსია, დამოუკიდებელი არ არის და ა.შ., მე ხომ არ ვუგზავნიდი ბავშვებს სახელმწიფო დაცვის სამსახურს, რომ შეეშინებინა ისინი, ჩვენ გვახსოვს გარეჯის ამბავი, მე ხომ არ ჩამისვამს ეს ადამიანები აბსოლუტურად უსამართლოდ ციხეში, მე ხომ არ ვიცინოდი იმაზე, როდესაც მიყვებოდნენ, როგორ ნერვიულობდნენ ბავშვები, როდესაც დაინახეს ვიღაც ხალხი, რომელიც მათ ემუქრებოდა – ეს სისტემა მათ შექმნეს და ეს სისტემა მათაც მოუტრიალდება აუცილებლად. 

ღარიბაშვილი და ყველა უნდა წარდგეს ობიექტური გამოძიების და სამართლიანი სასამართლოს წინაშე. ამით უნდა დამთავრდეს ეს ისტორია,” – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.