იდენტიფიცირებულია პირი, რომელმაც რუსეთის მოქალაქეს, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. “პირველების” ინფორმაციით, 60 წლამდე მამაკაცი საგამოძიებო უწყებაში იმყოფება და პოლიციელების კითხვებს პასუხობს. იმ შემთხვევაში, თუ მისი ბრალეულობა გამოიკვეთება, მას ხელბორკილებს ოფიციალურად დაადებენ.
რა გახდა სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი უცნობია, თუმცა ადგილობრივები ყვებიან, რომ მამაკაცებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ერთ-ერთ სუპერმარკეტში დაიწყო.
ახალგაზრდა მამაკაცია მოკლული, არ არის საქართველოს მოქალაქე. ორი დღის წინ აქვს საზღვარი გადმოკვეთილი, როგორც ამბობენ. ამბობენ, რომ “სპარში” დაიწყო დაპირისპირება და ამის შემდეგ ბარათაშვილის მიმართულებით მოდიან. კამერა არსად მუშაობენ. აქვე ვცხოვრობ, ხმა დაპირისპირების არ ყოფილა, – ამბობს მოქალაქე.
თბილისში, ბარათაშვილის აღმართზე, მკვლელობა მოხდა. „პირველების“ ინფორმაციით, მოკლულია რუსეთის მოქალაქე, რომელიც საქართველოში ორი დღის წინ ჩამოვიდა — მისი საზღვრის კვეთა 26 აგვისტოს ფიქსირდება. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

