ჟურნალისტი თამო კეშელავა:
სუსი, ცოცხალი ხარ, სუნთქავ სუსი?
აფხაზი ბიჭი, რომელიც თბილისში ცხოვრობდა და იყო რუსის წინააღმდეგი და ქართველთან მეგობრობის მომხრე, რატომ არ იყო მუდმივი დაცვის ქვეშ?
საერთოდ რომ არ შუქდებოდა ეს ბიჭი, სანამ ცოცხალი იყო, თქვენს კონტროლირებად მედიებში, ეგ ცალკე დიდი ღალატია.
როგორ შეიძლებოდა ეს ბიჭი არ გყოლოდათ ხელის გულზე? რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურები დამისახელეთ, ერთი მაინც, ვინც ასეთ ადამიანს ხელის გულზე არ ატარებდა და მთელს ქვეყანას არ გააცნობდა. მაგის არ გაკეთება არ არის ამ ქვეყნის ღალატი?
მუქარის წერილები რომ მისდიოდა – რა გააკეთე? დაეხმარე? გაარკვიე? გამოიძიე? – არა?
ანუ, ამ ქვეყნის მომავალისთვის დასადები აგური, გამოწრთობილი, გამზადებული მოვიდა თავისი ფეხით და არ დადე და არც გაუფრთხილდი?
ყველაფერი უნდა ჰქონოდა, საუკეთესო განათლება, საუკეთესო სამსახური, საუკეთესო პირობები, – ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს უნდა სცოდნოდა მისი სახელი და გვარი და ამის ნაცვლად, მუქარაში იძინებდა და იღვიძებდა, თურმე, ამის ნაცვლად, ერთი სიუჟეტიც არ გასულა თქვენს კონტროლირებად მედიაშიც.
ამის ნაცვლად, კრემლს აჩვენეთ, რომ აგერ, ის ერთი ბიჭიც, ის ერთი აფხაზიც, მისი მოწინააღმდეგე როა და თბილისში ცხოვრობს, ქართველებთან ერთად, მკვდარია.
მერე გაგიკვირდებათ, რუსეთუმეებს რატომ გვეძახით.
პ.ს.
და თუ ეს არ იყო მკვლელობა და თუნდაც უბედური შემთხვევა იყო, მაგასაც კი, მინიმუმ რამდენიმე მაღალჩინოსნის გადადგომა უნდა მოჰყოლოდა სუსში, ნორმალურ ქვეყანაში.




