მკვლელობა დაბა ნასაკირალში – “პირველების” ინფორმაციით, ქალს ყელი აქვს გამოჭრილი

მკვლელობა მოხდა ცოტა ხნის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში – “პირველების” ინფორმაციით, 63 წლისქალს ყელი აქვს გამოჭრილი.  შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა.

ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც “ტვ პირველებს” ეუბნებიან, მოკლულს თხილის ფული ჰქონდა აღებული და მასთან სახლში ყაჩაღობის მიზნით შევიდნენ. მეზობლების თქმით, 63 წლის ქალი შველას ითხოვდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარზე გამოძიება 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ