ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლა მოლდოვის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაზე კიშინიოვში (ვიდეო)

ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლა მოლდოვის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაზე კიშინიოვში: მოლდოვა ძლიერი ერია და, ეჭვგარეშეა, რომ ევროპული ერია. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად, ჩვენ ყველანი ვიქნებით ევროპის ნაწილი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის. ეს არის ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის. ჩვენ ყველანი თანაბრად ვაფასებთ ადამიანის სიცოცხლეს. გვსურს, ღირსეულად ვიცხოვროთ ჩვენს ქვეყნებში და დავრჩეთ ევროპულ ერებად.
​დარწმუნებული ვარ: რუსეთი წააგებს, ხოლო ხალხი გაიმარჯვებს! ჩვენი ქვეყანა, თქვენი ქვეყნები, ჩვენი ევროპა. ჩვენ მოვიგებთ ამ ისტორიულ ბრძოლას, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. და ჩვენ ძალიან გვინდა, რომ დამოუკიდებლობის დღეები მშვიდობაში, ევროკავშირის შემადგენლობაში აღვნიშნოთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს მოხდეს.