კითხვის დრო: 3 წთ.ისტორიკოსი გიორგი კალანდია ინგლისის ეროვნული გალერეიდან საქართველოს შესახებ საამაყო ამბავს გვიზიარებს:
“იცოდით თუ არა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნახატზე -“ელჩები”- კავკასიის ერთადერთ ქვეყანად საქართველოა გამოსახული…
ლონდონის ნახატების ეროვნული გალერეა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სახელგანთქმული მუზეუმია თავისი კოლექციებით. თუმცა მე აქ საქართველოსთან დაკავშირებული ამბის მოსაყოლად მოვედი. ეს ამბავი ძალიან ცოტამ იცის. ხშირად მოდიან ხოლმე ამ მუზეუმში, ამ ცნობილ ნახატსაც ნახულობენ: ჰანს ჰოლბაინ უმცროსის მიერ შესრულებული ტილო – დასავლეთ ევროპული მხატვრობის ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნახატია, რომელიც ოდესმე გვინახავს ამ პერიოდში იმიტომ, რომ როგორც ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, აქ მთელი ეპოქაა ასახული – მთელი მე 16 საუკუნე – 1533 წელია. მხატვარი შესანიშნავად გადმოსცემს იმ დროინდელ ყოფას… ნახატზე აღბეჭდილი არიან დიპლომატები, ხალიჩა, რომელიც დახატულია, არის ანატოლიური ხალიჩა… ამ ნახატს ბევრი თავლსაზრისით აქვს დიდი მნიშვნელობა, მაგრამ მე მოვედი იმისთვის, რომ გაჩვენოთ გლობუსი, რომელიც გამოსახულია ნახატზე, ის წაქცეულია, თავდაღმააა და თუ დააკვირდებით ამ გლობუსს, მასზე არის აღნიშნული კავკასია და ამ კავკასიაში ევროპელებისთვის აღნიშნულია ერთი ქვეყანა – საქართველო 2 წარწერით – იბერია, ჯორჯია.
ისტორიის ფურცლები:
არ ვიცი, იცოდით თუ არა ეს ამბავი, ბევრი ქართველი მოდის ამ ნახატის სანახავად და ახლა გეცოდინებათ, რომ 1533 წელს დახატულ მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ ნახატზე კავკასია აღნიშნულია 2 წარწერით და ორივე საქართველოთან არის დაკავშირებული – იბერია, ჯორჯია.”
Artinfo.ge
