“ბაუმერი” GARCAE-ს წევრი გახდა

კომპანია ბაუმერი ოფიციალურად გახდა GARCAE (საქართველოს სამაცივრო და კრიოგენული ტექნიკისა და ჰაერის კონდიციონერების ინჟინერთა ასოციაცია) წევრი, რომელიც ამყარებს კავშირს საჯარო და კერძო სექტორებს შორის, რათა ხელი შეეწყოს საერთაშორისო სტანდარტების, მომსახურების პრაქტიკისა და სახელმძღვანელო პრინციპების დანერგვას აღნიშნულ სექტორში, ეს სტრატეგიული ნაბიჯი ბაუმერის მზაობას აღნიშნავს ეკოლოგიური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების პრაქტიკისადმი HVAC-ის (გათბობა, ვენტილაცია და კონდიცირების) სწრაფად განვითარებად სფეროში.