ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 332-მდე გაიზარდა

ეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 332-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ BBC წერს.

ნეპალ-ჩინეთის საზღვარზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად 1 300-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

ცნობისთვის, სტიქია კატმანდუს ჩრდილოეთით გამთენიისას დაიწყო. წყალდიდობა თოვლის საფარის დნობის გამო მთის მდინარეში წყლის დონის მატებამ გამოიწვია. ნეპალისა და ჩინეთის საზღვართან მასშტაბურმა წყალდიდობამ ნეპალში სახლები, გზები, ხიდები და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა დააზიანა.