რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა CIA-ის დირექტორთან შეხვედრა დაადასტურა.
სერგეი ნარიშკინის განცხადებით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორთან, ჯონ რეტკლიფთან შეხვედრა მოსკოვში შედგა და „ამაში უჩვეულო არაფერია“.
„შეხვედრისას სადაზვერვო სამსახურების კომპეტენციის ფარგლებში არსებული მთელი რიგი საკითხები განვიხილეთ. სპეცსამსახურების საქმიანობის პრაქტიკაში ხელმძღვანელების შეხვედრები, იქნება ეს პირისპირ თუ ონლაინ ფორმატში, ჩვენი სამუშაოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგეს. მე თითქმის ყოველ კვირას ვხვდები მსოფლიოს სხვადასხვა სპეცსამსახურის თუ სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელს. ასე რომ, ჯონ რეტკლიფთან შეხვედრაც ჩვეულებრივ სამუშაო ფორმატს წარმოადგენს“, – აღნიშნა ნარიშკინმა.




