ასურეთში საჰაერო ბურთის ჩამოვარდნას Sky Travel-ის დამფუძნებელი რე­ვაზ უთურ­გა­უ­რი ემსხვერპლა

ასურეთში საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, ფრენა ექსპერიმენტული იყო. ის დან დღეს დილით დაიწყო და კახეთის რეგიონში უნდა დასრულებულიყო.
ფრენა ტურისტული კომპანია Sky Travel-ის მიერ იყო ორგანიზებული. საჰაერო ბურთში კომპანიის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი რე­ვაზ უთურ­გა­უ­რი, პოლონელ კოლეგასთან კრისტოფ ზაპარტისთან და ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორთან მიშო ბიძინაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
ექსპერიმენტული ფრენა საქართველოში ყველაზე გრძელ მანძილზე უნდა შესრულებულიყო, თუმცა საჰაერო ბურთი ასურეთში ელექტროგადამცემი ხაზის ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც სამივე პირი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე