Lufthansa-ს თანამშრომლების გაფიცვა 100 ათას მგზავრს დააზარალებს

Reuters-ის ინფორმაციით, გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ს (LHAG.DE) თანამშრომლები გაიფიცნენ, რაც მოგზაურობისთვის დიდი დისკომფორტის შემქმნელია.
აქცია, რომელიც დილით 4 საათზე დაიწყო, გაგრძელდება ხუთშაბათამდე (07:10სთ-მდე) და დაახლოებით 100 000 მგზავრს შეეხება.
ისინი ხელფასის გაზრდას ითხოვს 12,5%-ით ან მინიმუმ 500 ევროთი მეტს თვეში -12 თვის განმავლობაში, დაახლოებით 25 000 თანამშრომლისთვის. ასევე ითხოვენ 3000 ევროს გადახდას ერთჯერადად ინფლაციის კომპენსაციისთვის.