ჩვენ გვჭირდება ძლიერი ქართული სოფელი, ამისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარება – ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვჭირდება ძლიერი ქართული სოფელი, ამისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარება – ირაკლი
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მ, საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას, სოფლის მეურნეობის სფეროში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, გაგრძელდება ყველა დაწყებული პროექტი და გაიზრდება წვდომა ფინანსურ ინსტრუმენტებზე.
“ჩვენ გვჭირდება ძლიერი ქართული სოფელი, ამისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარება. აქაც გაგრძელდება ყველა ის დაწყებული პროექტი, რომელიც ამ სფეროში ხორციელდება. გვინდა გაიზარდოს წვდომა ფინანსურ ინსტრუმენტებზე, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირთათვის. ხელს შევუწყობთ კვლავაც მემცენარეობის, მეცხოველეობის, თევზჭერის, ბიოწარმოების, გადამუშავების და შემნახველი საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, აგროდაზღვევის, სამელიორაციო სისტემის განვითარებას. ასევე ვიზრუნებთ იმაზე, რომ გაფართოვდეს არსებული ბაზრები სოფლის მეურნეობისთვის და მოვიძიოთ ახალი ბაზრები.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

,ჩვენ ვთანხმდებით ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, რომ ქართული ოცნების პრაგმატულად და სწორად წარმართული პოლიტიკის პირობებში, ბიზნესის განვითარება და ეკონომიკური გაძლიერება არის შეუქცევადი პროცესი“

ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი-კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება