მარტო გეორგიევსკის ტრაქტატის ხსენება საკმარისი არ არის — იგორ გიორგაძე “ოცნების” საგარეო ვექტორით უკმაყოფილოა
6
წაკითხვა
რუსეთში მცხოვრებმა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი, იგორ გიორგაძე უკმაყოფილოა პრემიერ კობახიძის განცხადებებით საქართველოს საგარეო კურსთან და კერძოს გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით. ის “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში საქართველოს ხელისუფლებას საყვედურობს, რომ “ვექტორის ცვლილებას ვერ ხედავს, რადგან ქვეყანას არც დიპლომატიური ურთიერთობები აღუდგენია რუსეთთან, არც სტრატეგიული დიალოგი დაუწყია და არც საზოგადოებისთვის უთქვამს, რომ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება აუცილებელია. ინტერვიუს ტექსტს თავად იგორ გიორაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
“ვექტორის ცვლილებას მე აქ ვერ ვხედავ. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინე? — არა. სტრატეგიული დიალოგი დაიწყე? — არა. საზოგადოებას უთხარი, რომ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება აუცილებელია? — არა. მაშ რაში შეიცვალა? პირიქით! — პრემიერმა თქვა, რომ გეორგიევსკის ტრაქტატი ჩვენთვის ოდენ ევროპისკენ მიმავალი გზა იყო და დღესაც იმავე გზას ვაგრძელებთო. ეს ხომ ისტორიული ტყუილია. სიმართლე უნდა ითქვას. სანამ რუსეთს ჩვენკენ მოვაბრუნებდით და დავარწმუნებდით, რომ ვიყავით მართლმადიდებელი, განადგურებული, საცოდავი ერი, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა — ჩვენი მეფეები და მათი ამალა მოსკოვისა და პეტერბურგისკენ მიმავალ გზაზე იღუპებოდნენ. ზოგი მათგანი დღემდე საქართველოში გადმოსვენებულიც კი არ არის. ამიტომ გეორგიევსკის ტრაქტატის ხსენება იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც პრემიერმა გამოიყენა, თითქოს ამ ისტორიული არჩევანით ჩვენ თავი შევინახეთ ევროპისთვის — არის თვალის ახვევა.[…] ამას ჰქვია ორ სკამზე ჯდომა. კმარა ყველა პრობლემის “დიფ სთეითზე” გადაბრალება. თუ იცი, რომ გარემოცვაში გყავს ძალები, რომლებიც ხელს გიშლიან, გაითავისუფლე თავი მათგან. მტერი — მტერია. აკი, თავად ამბობ, რომ საზღვარგარეთიდან უხდიან ფულს ადამიანებს და ისინი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებენ. დაამტკიცე ეს. დარაზე ეს არხები. ხალხს მიმართე: “მოდით, ერთად ვიმსჯელოთ, როგორ შევრიგდეთ, როგორ დავბრუნდეთ ერთმანეთთან, საით ვიაროთ”. შეიძლება ევროპა უკეთესი იყოს — კი ბატონო! დაარწმუნე ხალხი. მოიყვანე არგუმენტები. მაგრამ თუ ამბობ: “მე ბოლომდე ვერ დაგელაპარაკებით, რადგან უკან ამერიკა მიდგას, ევროკავშირი მიდგას და მათ ვერ დავუპირისპირდები” — მაშინ ჯობს საერთოდ გაჩუმდე. ნახევარი სიმართლე პოლიტიკაში ხშირად, სრული სიცრუეა! ამით ვინ მოტყუვდება?თბილისის ძველი კოლორიტი, ჩემი სომეხი მეგობარი ჟორიკა-ამბარცუმა მახსენდება… როცა რაღაც დაუჯერებელს ეტყოდი, გიპასუხებდა — “ვინ ჭამს ეს?” ჟორიკა ღმერთმა კარგად ამყოფოს!ჰოდა, როდესაც პრემიერის საუბარს ვუსმენდი, თითქოს ჟორიკას ხმა ჩამესმა — “ვინ ჭამს ეს?”, — ამბობს გიორგაძე.
ვრცელ ინტერვიუში საქართველოდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე საწვავის შეტანის ფაქტსაც ეხმაურება და უკვირს “როდესაც რაღაც ორი ცისტერნა საწვავი გადაიგზავნა, რატომ უნდა განიხილებოდეს ისეთ დანაშაულად, თითქოს მთელი სახელმწიფო ოკუპანტს ამარაგებს?”.
“როდესაც რაღაც ორი ცისტერნა საწვავი იქ გადაიგზავნა, რატომ უნდა განიხილებოდეს ისეთ დანაშაულად, თითქოს მთელი სახელმწიფო ოკუპანტს ამარაგებს? თუ შენ ამბობ, რომ ეს ტერიტორიები საქართველოს ნაწილია, მაშინ აფხაზეთის მოსახლეობის წინაშეც პასუხისმგებლობაც უნდა იგრძნო!”, — ამბობს გიორგაძე.
ის უკმაყოფილა გეორგიევსკის ტრაქტატის კონტექსტში ევროპაზე საუბრითაც.
“ჩვენ ვიყავით ქვეყანა, რომელსაც დემოგრაფიული და პოლიტიკური გადარჩენის სერიოზული პრობლემა ჰქონდა. ჩვენ განადგურების პირას ვიყავით მისული! და ახლა ვიღაც გამოდის და გეუბნება: უნდოდა თუ არა რუსეთს, ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ საქართველომ ევროპისკენ გზა გაიკაფა”.ე ბიჭო, რას ლაპარაკობ? ისტორიას კითხულობ საერთოდ? სიმართლე ის არის, რომ ჩვენ უკვე იმ მდგომარეობაში ვიმყოფებოდით, როდესაც საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიული გადარჩენაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. მომაკვდავი ერი ვიყავით! სხვთა შორის, დღესაც კი საერთაშორისო ორგანიზაციები და თვით გაერო საქართველოს იმ ქვეყნებს შორის ასახელებენ, რომელთა მოსახლეობა გეომეტრიული პროგრესიით მცირდება. და ამ ვითარებაში ხელისუფლება გვეუბნება: “გეორგიევსკის ტრაქტატმა ევროპასთან ურთიერთობის გზა გაგვიხსნაო”. ეს ისტორიის ან არცოდნაა, ან განზრახ დამახინჯება. წაიკითხეთ XVIII-XIX საუკუნეების რუსული ლიტერატურა, ისტორიული ნაშრომები, რუსეთის დამოკიდებულება ევროპისადმი. რუსეთი ყოველთვის განასხვავებდა ევროპას, როგორც პოლიტიკურ ძალას, რომელიც მას ებრძოდა, იმ ევროპული ინტელექტისგან, რომლის მიმართაც პატივისცემა ჰქონდა”, — ამბობს გიორგაძე.
მისი თქმით, “მარტო გეორგიევსკის ტრაქტატის ხსენება საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, ღმერთისგან ნაბოძები თვისება ქართველი ერისა და საქართველოსი იყო და მუდამ უნდა დარჩეს მადლიერების გრძნობა!”
“პრემიერის გამოსვლაში მე ვერ დავინახე ის პოლიტიკური სიმტკიცე და შინაგანი რწმენა, რომელიც იმ პროგრამას უნდა ახლდეს, რომელსაც დღეს ხელისუფლება თითქოს ემსახურება.მე დავინახე პიროვნება, რომელსაც გვერდით ედგა გაერთიანებული ოპოზიცია — ძალა, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას მუდმივად აშინებს არგუმენტით: “თქვენ რუსეთუმეები ხართ”. ამიტომ, პრემიერი საკუთარ პოზიციას, კი არ ქადაგებდა არამედ თავს იმართლებდა. მისი თითქმის ყოველი ფრაზა ისე იყო კონსტრუირებული, რომ მაქსიმალურად აერიდებინა თავი შესაძლო თავდასხმისგან: “რამე ხომ არ წამომცდა, თავს ხომ არ დამესხმებიან, ხომ არ შემედავებიან”. ეს არ არის პოლიტიკური თავდაჯერებულობის ენა. ეს არის თავდაცვითი ენა.და როდესაც პრემიერი მნიშვნელოვან ისტორიულ საკითხზე საუბრობს, მე მისგან ველოდები არა თავის მართლებას, არამედ მკაფიო პოზიციას!მარტო გეორგიევსკის ტრაქტატის ხსენება საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, ღმერთისგან ნაბოძები თვისება ქართველი ერისა და საქართველოსი იყო და მუდამ უნდა დარჩეს მადლიერების გრძნობა!ჩვენ შეგვეძლო მტრისთვისაც კი გვეპატიებინა! მესამე, მეოთხე თაობაში, არ აგვეღო სისხლი იმ ოჯახისგან, რომელმაც რაღაც ზიანი მოგვაყენა, იმავდროულად კი, მეათე თაობაში არ გვავიწყდებოდა სიკეთე, რომელიც ოდესღაც კონკრეტულმა ადამიანმა, სახელმწიფომ, ხელისუფლებამ ან რომელიმე ერმა გაგვიკეთა.ეს მადლიერების გრძნობა დღეს დაკარგულია, უფრო მეტიც — ამ გრძნობის გამოხატვას საზოგადოებაში შიშიც ახლავს.ხელისუფლება დღეს ვითომ ებრძვის რუსოფობიას, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ამ საკითხის უკან დასავლური პოლიტიკური ზეწოლაც დგას.
კომენტარები
გადახედვა
მარტო გეორგიევსკის ტრაქტატის ხსენება საკმარისი არ არის — იგორ გიორგაძე “ოცნების” საგარეო ვექტორით უკმაყოფილოა
7 წუთის წინ
მარტო გეორგიევსკის ტრაქტატის ხსენება საკმარისი არ არის — იგორ გიორგაძე “ოცნების” საგარეო ვექტორით უკმაყოფილოა
როგორ დავიცვათ ბავშვები საფრთხის შემცველი ტანსაცმლისგან
40 წუთის წინ
როგორ დავიცვათ ბავშვები საფრთხის შემცველი ტანსაცმლისგან
გადახედვა
დედამიწის ბირთვში თხევადი რკინის გიგანტურმა ნაკადმა მიმართულება შეიცვალა — კვლევა
15 საათის წინ
დედამიწის ბირთვში თხევადი რკინის გიგანტურმა ნაკადმა მიმართულება შეიცვალა — კვლევა
20 ტონამდე მეორადი საბურავი — თეგეტა გრინ პლანეტმა ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
16 საათის წინ
20 ტონამდე მეორადი საბურავი — თეგეტა გრინ პლანეტმა ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
გადახედვა
შალვა ნათელაშვილი: მივმართეთდიდი ბრიტანეთის მთავრობას, სასწრაფოდ განახორციელონ სანქცირება ბიძინა ივანიშვილის მთელი ოჯახის და გასცეს დაპატიმრების ორდერი ბიძინა ივანიშვილზე
17 საათის წინ
შალვა ნათელაშვილი: მივმართეთდიდი ბრიტანეთის მთავრობას, სასწრაფოდ განახორციელონ სანქცირება ბიძინა ივანიშვილის მთელი ოჯახის და გასცეს დაპატიმრების ორდერი ბიძინა ივანიშვილზე
გადახედვა
კვლევის მიხედვით, ინტერნეტში გამოქვეყნებული ტექსტების მესამედზე მეტი AI-ის დახმარებით იწერება
17 საათის წინ
კვლევის მიხედვით, ინტერნეტში გამოქვეყნებული ტექსტების მესამედზე მეტი AI-ის დახმარებით იწერება
ჭავჭავაძის 64ბ-მ გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები გამოუშვა
17 საათის წინ
ჭავჭავაძის 64ბ-მ გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები გამოუშვა
აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებები თქვენი ბიზნესისთვის
18 საათის წინ
აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებები თქვენი ბიზნესისთვის
გადახედვა
საუზმის დრო შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან იყოს დაკავშირებული — კვლევა
18 საათის წინ
საუზმის დრო შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან იყოს დაკავშირებული — კვლევა
გადახედვა
რას ვუყურო სექტემბერში? — სერიალები, რომლებიც ძალიან მალე გამოდის
19 საათის წინ
რას ვუყურო სექტემბერში? — სერიალები, რომლებიც ძალიან მალე გამოდის
გადახედვა
რუსული მედია: ერთი კვირის განმავლობაში ზემო ლარსის გამშვები პუნქტი 113 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა
19 საათის წინ
რუსული მედია: ერთი კვირის განმავლობაში ზემო ლარსის გამშვები პუნქტი 113 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა
გადახედვა
რატომ იგლეჯენ ადამიანები საკუთარ თმას? — ახალი კვლევა
25 აგვისტო, 11:47
რატომ იგლეჯენ ადამიანები საკუთარ თმას? — ახალი კვლევა
გადახედვა
გადამუშავებული პლასტმასისგან ორცხობილები დაამზადეს — მომავლის საკვები?
25 აგვისტო, 11:24
გადამუშავებული პლასტმასისგან ორცხობილები დაამზადეს — მომავლის საკვები?
YogaFest 2026 — სიფხიზლის ორდღიანი ფესტივალი ლისზე
25 აგვისტო, 11:19
YogaFest 2026 — სიფხიზლის ორდღიანი ფესტივალი ლისზე
ავტო აუქციონი ბათუმში | გამოცადე მოგების ემოცია
25 აგვისტო, 11:12
ავტო აუქციონი ბათუმში | გამოცადე მოგების ემოცია
გადახედვა
გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევისას სამარხი იპოვეს, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა
25 აგვისტო, 10:48
გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევისას სამარხი იპოვეს, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა
გადახედვა
რუსთავში 33 კილოგრამი “ჰაშიში” ამოიღეს — დაკავებულია უცხოეთის 2 მოქალაქე
25 აგვისტო, 10:26
რუსთავში 33 კილოგრამი “ჰაშიში” ამოიღეს — დაკავებულია უცხოეთის 2 მოქალაქე
გადახედვა
აშშ აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით — დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
25 აგვისტო, 10:19
აშშ აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით — დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
გადახედვა
2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს
25 აგვისტო, 10:07
2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს
წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
25 აგვისტო, 10:02
წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება
25 აგვისტო, 09:40
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება
კვირის ტოპ-5
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა2912 ნახვა
მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — “სმარტ სოლუშენსი” 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა2469 ნახვა
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი1809 ნახვა
ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, გარდაცვლილი 3 პენსიონერი და დაკრძალეს900 ნახვა
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს833 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
საზოგადოება
ფონდი “ქართუ” 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ფონდი “ქართუ” 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
კინო
ქეით ჰადსონის პროდიუსერობით, How to Lose a Guy in 10 Days-ს გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო
ქეით ჰადსონის პროდიუსერობით, How to Lose a Guy in 10 Days-ს გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო
გადახედვა
პოლიტიკა
პენიტენციური სამსახური: “რომანის სათაური მის შინაარსთან დაკავშირებით ბუნდოვანებას ქმნის”
პენიტენციური სამსახური: “რომანის სათაური მის შინაარსთან დაკავშირებით ბუნდოვანებას ქმნის”
გადახედვა
კოსმოსი
ჩვენი გალაქტიკა კოსმოსური კანიბალია — უადრესი “მსხვერპლის” კვალი მის შუაგულშია
ჩვენი გალაქტიკა კოსმოსური კანიბალია — უადრესი “მსხვერპლის” კვალი მის შუაგულშია
გადახედვა
ამინდი
“მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის” — გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
“მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის” — გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
საზოგადოება
არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა და ნაშოვნ თანხას ართმევდა — პროკურატურამ მშობელს ბრალი წარუდგინა
არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა და ნაშოვნ თანხას ართმევდა — პროკურატურამ მშობელს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
პოლიტიკა
ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი EU-ის წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს მალე შეიტანს
ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი EU-ის წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს მალე შეიტანს
ცხოვრების სტილი
გრძელი გზა, რომელსაც განგებ ირჩევ სახლში დასაბრუნებლად
გრძელი გზა, რომელსაც განგებ ირჩევ სახლში დასაბრუნებლად
ჯანმრთელობა
7 ნიშანი, რომ დასვენება კი არა, გაჩერება გჭირდება
7 ნიშანი, რომ დასვენება კი არა, გაჩერება გჭირდება
ბანკები და ფინანსები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი სოციალური მედიის მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
Global Finance-მა საქართველოს ბანკი სოციალური მედიის მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
ახლა კითხულობენ
დასვრილი ჭურჭელი, რომელსაც ღამით ნიჟარაში დატოვე, სიზარმაცეს არ ნიშნავს — აი, რატომ
25 აგვისტო, 07:48
მგონი, ყველას გვქონია ისეთი საღამო, ნიჟარასთან რომ მივსულვართ, ჩალაგებული თეფშებისთვის დაგვიხედავს და უკან…
ტესტი: გამოიცანი კომპანია პროდუქტის მიხედვით
თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი წყალში დაიხრჩო
ჰარი პოტერში გილდეროი ლოკჰარტის როლს ნიკოლას ჰოლტის ნაცვლად, კიტ ჰარინგტონი შეასრულებს
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად ლაშა მარგიშვილი დაინიშნა