უკრაინის რადამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი მობილიზაციის შესახებ

უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ, უმაღლესმა რადამ, პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი მობილიზაციის შესახებ.
უკრაინის შს მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს ცნობით, კანონპროექტს მხარი 243-მა დეპუტატმა დაუჭირა, მათი უმრავლესობა პრეზიდენტ ზელენსკის ფრაქციიდან არის.
მეორე მოსმენით კანონპროექტის განხილვა 21 თებერვლის მერეა დაგეგმილი.
რას ცვლის კანონპროექტი
უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა პირველი კანონპროექტი 25 დეკემბერს წარადგინა, თუმცა უარყოფითი რეაქციების გამო გაიწვია. კრიტიკა მოჰყვა კანონპროექტის ცალკეულ მუხლებს, რომელიც მობილიზაციის თავის არიდებისთვის გარკვეული უფლებების შეზღუდვას გულისხმობდა. მაგალითად, ხელისუფლებას სურდა, რომ ასეთი მოქალაქეებისთვის შეეზღუდა საზღვარგარეთ მოგზაურობისა და ქონებრივი უფლებები. უკრაინის ომბუდსმენმა განაცხადა, რომ ისინი ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციას.
Kyiv Independent-ის ცნობით, ახალი კანონპროექტი გულისხმობს მობილიზებულთათვის აუცილებელი სწავლების, ხელფასის გადახდის, დასვენების პერიოდებისა და სხვა გარანტიებს.
ახალი კანონპროექტით, შეზღუდული შესაძლებლობების ყველა კატეგორიის პირისთვის სამხედრო სამსახური არ იქნება სავალდებულო, ხოლო ჯარში წასულ მოხალისეებს ორი თვე მიეცემათ პირადი საკითხების მოსაგვარებლად და მობილიზაციისთვის მოსამზადებლად.
გარდა ამისა, მობილიზებულებს ყოველწლიურად, 15-დღიანი შვებულება ექნებათ, მათთვის აგრეთვე გათვალისწინებულია ხელფასი, მინიმუმ 526 დოლარის ოდენობით, აგრეთვე, სულ მცირე, 2-3-თვიანი სამხედრო წვრთნები იქნება გასავლელი ფრონტზე გამგზავრებამდე.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას 18-24 წლის ახალგაზრდებისთვის. ეს უნდა ჩაანაცვლოს ხუთთვიანმა სამხედრო წვრთნებმა, რომლის დაწყების თარიღსაც მოქალაქეები თავად აირჩევენ.
კანონპროექტი კანონად იქცევა იმ შემთხვევაში, თუ მას მეორე მოსმენითაც მიიღებენ და შემდეგ პრეზიდენტი ზელენსკი ხელს მოაწერს.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავნიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი

ხატია დეკანოიძე – წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის – არავის ეშინია მათი

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი