საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ ორი მფრინავი და “იმედის” ოპერატორი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ასურეთში, საჰაერო ბურთის მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებზე შეჯახების შედეგად დაიღუპნენ ტელეკომპანია “იმედის” ოპერატორი და ორი მფრინავი.
თანამშრომლის, მიშო ბიძინაშვილის, გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ტელეკომპანია “იმედი”. ორი დაღუპული მფრინავიდან ერთი, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
დღეს, 7 თებერვალს, დაახლოებით 14:00 საათზე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში, საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს შეეჯახა.
აეროსტატის ჩამოვარდნის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით (საჰაერო მოწყობილობების უსაფრთხოების წესის დარღვევა).

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – საელჩოებმა და უცხოელმა აქტორებმა თავის დაფინანსებულ „ენჯეოებსა“ და პარტიებს, რომლებსაც ხშირად ეხუტებიან ოპოზიციიდან, უნდა მოუწოდონ, არჩევნები აღიარონ, ეს არის დემოკრატია

პეტრე ცისკარიშვილი “ქართულ ოცნებაზე” – იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავნიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი