“მე ვყოფილვარ თურმე რუხი კარდინალი, რადგან არ მინდა დავუშვა, რომ ამ მკვლელების კანტორამ კიდევ ბევრი ცხოველის სიცოცხლე შეიწიროს” – ლაგაზიძე

ეს არის 10 სენბერნარის მკვლელი ყასბების, კლინიკა “ჩაკის” ადვოკატი კობა ჯაბუა, რომელიც აქეთ იმუქრება. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია / Georgian Bar Association ამ ადამიანს ან ქართული ასწავლეთ, ან ეთიკა, ან მორალი, ან ტერმინთა განმარტება, ან ელემენტარული ადამიანური თანაგრძნობა! მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა 10 სენბერნარი ხომ მომიკლეს და ამ გაუგებარი განათლების მქონე ადამიანის გაგებით მე ჩავდივარ თურმე უკანონობობას და მე ვყოფილვარ თურმე რუხი კარდინალი, რადგან არ მინდა დავუშვა, რომ ამ მკვლელების კანტორამ კიდევ ბევრი ცხოველის სიცოცხლე შეიწიროს. ცხოველთა უფლებებს რომ საერთოდ არ აღიარებს, ეს მისი სკოლაში ვერ ნასწავლი ქართულით მოწერილი მესიჯიდანაც ჩანს! ოფიციალური წერილით დღესვე მოგმართავთ.
ბათუმში ყასბების თავყრილობამ, ე.წ. ვეტერინარულმა კლინიკა “ჩაკმა” მომიკლა ჩემი დედა-სენბერნარი და 9 ახალდაბადებული ლეკვი. ეს საქმე პრეცედენტული იქნება თაღლითი, თვითმარქვია, არაპროფესიონალი, ფულზე დახარბებული ყასბებისგან ჩვენი ყველაზე ერთგული, ყველაზე საყვარელი და დაუცველი ოთხფეხა ოჯახის წევრების დასაცავად.

ასევე დაგაინტერესებთ