ვლადიმერ პუტინის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი ოკუპირებულ აფხაზეთში, რიწის ტბაზე ისვენებს.
სიმონიანი ტბიდან ვიდეოს თავად აქვეყნებს.
„სად ვარ… ასეთი სილამაზისგან თვალების გახელასაც კი ვერ ვახერხებ. სად ვარ, ვინ გამოიცნობს?“ – ამბობს ის გავრცელებულ ვიდეოში.
დასავლური ქვეყნები სიმონიანს რუსეთის ხელისუფლების აგრესიული პოლიტიკისა და ომის პროპაგანდის მთავარ ფიგურად მიიჩნევენ.




