კოტე კემულარია: მოსკოვი ახლა “რბილად” ცდილობს ჩვენთვის “გიორგიევსკის ტრაქტატზე” უარესი აქტის თავზე მოხვევას!

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, კოტე კემულარია:
გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი წევრი ქვეყანა: ბრიტანეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი,
დანია და ლატვია ასსამბლეაზე ოფიციალურად აყენებენ საკითხს რუსეთის მიერ 2008 წლის ხელშეკრულების დაუყონებლივ შესრულების და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანის შესახებ🇬🇪!
იგივეს ითხოვს ე ვ რ ო კ ა ვ შ ი რ ი!!!🇪🇺
ამ ფაქტით შეშფოთებული რუსული მხარე,
პირველად აჟღერებს გაეროს ასსამბლეაზე (ადრე მხოლოდ ჟენევის ფორმატში ითხოვდნენ მუდმივად ამ შეთანხმებას) რომ,
“მთელ ა მ ი ე რ კ ა ვ კ ა ს ი ა შ ი მშვიდობის
გარანტია თურმე ყოფილა—საქართველოს მიერ
სოხუმთან და ცხინვალთან ძალის არგამოყენებაზე
ხელშეკრულების ხელმოწერა”♣️!
ეს არ მოხდება🇬🇪, ვინაიდან ასეთი ხელმოწერა უნდა მოხდეს საქართველოს და სოხუმ-ცხინვალის სეპარატისტულ რეჟიმებებს შორის😎! ეს კი
ნიშნავს ოკუპაციის სამუდამო დაკანონებას!!!
მოსკოვი ახლა “რბილად” ცდილობს ჩვენთვის “გიორგიევსკის ტრაქტატზე” უარესი აქტის თავზე მოხვევას!!♣️
ახლა ნათელი ხდება პრემიერის მიერ “გეორგიევსკის ტრაქტატის” გამართლების და
რუსეთის ჩვენ “გადამრჩენებად” წარმოჩენის,
“გაჭირვებაში ჩავარდნილი” სოხუმის საოკუპაციო რეჟიმისთვის ოკუპაციის კანონის დარღვევით
“ჰუმანიტარული ბენზინის” სასწრაფოდ მიწოდების
ნამდვილი მიზეზი😎….
მოსკოვის მიერ გაეროში —ძალის არგამოყენების
ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ საკითხის დასმის წინ, ა უ ც ი ლ ე ბ ე ლ ი იყო ქართველების შემზადება: “რუსებს კი აქვთ ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები, მაგრამ არ არიან ისე “ცუდები”,
როგორც ამას დასავლეთიდან გვინერგავენ და აქ
აღვივებენ რუსოფობიასო”♣️
მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი წყვეტს
შეიძლება თუარა ოკუპანტი რუსეთის ნდობა🇬🇪!
ამიტომაც არ გამოუვიდა 2019 წელს ირაკლი კობახიძეს გავრილოვის მასპინძლობით “კარგი
რუსეთის” გაპიარება…
პარლამენტის სპიკერობაც დაკარგა ამის გამო!
არ გამოუვა არც 2026 წელს და დიდი ალბათობით,
მისი პრემირობაც შეეწირება ამ უგვან საქციელს