უკრაინის თავდაცვის სამინისტრო – უკრაინამ რუსეთის სამარის ოლქში კომპანია Ozon-ის ჰაბი გაანადგურა

უკრაინამ რუსეთის სამარის ოლქში კომპანია Ozon-ის ჰაბი გაანადგურა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

,,თავდაცვის ძალებმა ანგარიში გახსნეს რუსული კომპანია Ozon-ის განადგურებული ლოჯისტიკური ჰაბით.

ორმაგის დანიშნულების საქონლის შენახვის ცენტრებზე სისტემატიური დარტყმები მოწინააღმდეგის ლოჯისტიკას ართულებენ და ნეგატიურ გავლენას ახდენენ რუსეთის ფედერაციის ეკონომიკაზე მთლიანობაში.

მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ქვედანაყოფებმა “ვაილდბერისის” 15 უდიდესი ლოფისტიკური ჰაბი დაბომბეს, Ozon-ის დრო დადგა,” – ნათქვამია განცხადებაში.

თავად რუსულმა კომპანიამ დაადასტურა, რომ სამარის ოლქის ქალაქ ჩაპაევსკში მისი ლოჯისტიკური ცენტრი დრონებით თავდასხმის ობიექტი გახდა.