სიცხე გაუსაძლისი გახდება: პლანეტა პროგნოზირებულზე გაცილებით სწრაფად თბება – შვეიცარიელი მეცნიერების საგანგაშო დასკვნა

ცი­უ­რი­ხის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის (ETH Zürich) მკვლევ­რებ­მა კლი­მა­ტუ­რი მო­დე­ლე­ბის შე­ფა­სე­ბის სრუ­ლი­ად ახა­ლი მე­თო­დი შე­ი­მუ­შა­ვეს. შე­დე­გებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ნახ­შირ­ბა­დის ემი­სი­ე­ბის (CO2) მიმ­დი­ნა­რე დო­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დე­და­მი­წა მე­ო­თხე­დით (25%-ით) უფრო სწრა­ფად გათ­ბე­ბა, ვიდ­რე აქამ­დე ვა­რა­უ­დობ­დნენ.

  • მეც­ნი­ე­რე­ბის გან­მარ­ტე­ბით, წინა გა­მოთ­ვლე­ბი დრო­ე­ბით­მა ბუ­ნებ­რივ­მა მოვ­ლე­ნებ­მა და­ა­მა­ხინ­ჯა. შე­დე­გად, სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს­თვის ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­სა­ლოდ­ნე­ლი 2.6°C-ით მა­ტე­ბის სა­ნაც­ვლოდ, კა­ცობ­რი­ო­ბა 3.25°C-ით დათ­ბო­ბის რე­ა­ლუ­რი საფრ­თხის წი­ნა­შე დგას. ამის შე­სა­ხებ ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო გა­მო­ცე­მა New Scientist-ი წერს.
  • რა­ტომ აღ­მოჩ­ნდა წინა პროგ­ნო­ზე­ბი მცდა­რი?

აქამ­დე მეც­ნი­ე­რე­ბი კლი­მა­ტუ­რი მო­დე­ლე­ბის სი­ზუს­ტეს დე­და­მი­წის ტემ­პე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ულ მო­ნა­ცე­მებ­თან შე­და­რე­ბით ამოწ­მებ­დნენ. თუმ­ცა, გერ­გა­ნა გი­უ­ლე­ვას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მო­მუ­შა­ვე ჯგუფ­მა და­ად­გი­ნა, რომ 1981 წლი­დან 2014 წლამ­დე არ­სე­ბულ მაჩ­ვე­ნებ­ლებ­ზე არ­სე­ბი­თი გავ­ლე­ნა იქო­ნია კლი­მა­ტის ბუ­ნებ­რივ­მა ცვა­ლე­ბა­დო­ბამ – კერ­ძოდ, მოვ­ლე­ნა “ლა-ნი­ნი­ამ”, რო­მე­ლიც ოკე­ა­ნის ზე­და­პი­რულ წყლებს დრო­ე­ბით აგ­რი­ლებს.

ამ კლი­მა­ტუ­რი ანო­მა­ლი­ის გამო, მრა­ვა­ლი მო­დე­ლი, რო­მე­ლიც უფრო ძლი­ერ დათ­ბო­ბას პროგ­ნო­ზი­რებ­და, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის მთავ­რო­ბა­თა­შო­რი­სი ექ­სპერტთა ჯგუ­ფის ბოლო ან­გა­რი­შის მომ­ზა­დე­ბი­სას უსა­მარ­თლოდ უარ­ყვეს, რო­გორც “არა­რე­ა­ლის­ტუ­რი”. შვე­ი­ცა­რი­ელ­მა მკვლევ­რებ­მა ეს ბუ­ნებ­რი­ვი რყე­ვე­ბი გა­ფილტრეს და აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ სწო­რედ ადრე უარ­ყო­ფი­ლი, “პე­სი­მის­ტუ­რი” სცე­ნა­რე­ბი აღ­მოჩ­ნდა ყვე­ლა­ზე ზუს­ტი.

ის­ტო­რი­უ­ლი ცდო­მი­ლე­ბე­ბის გას­წო­რე­ბას­თან ერ­თად, მეც­ნი­ე­რებ­მა კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად სრუ­ლი­ად ახა­ლი გზა გა­მო­ი­ყე­ნეს. კერ­ძოდ, ისი­ნი და­ეყ­რდნენ კოს­მო­სუ­რი თა­ნამ­გზავ­რე­ბის მო­ნა­ცე­მებს, რომ­ლე­ბიც 2001 წლი­დან აგ­რო­ვე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

ეს ორ­ბი­ტა­ლუ­რი ხელ­სა­წყო­ე­ბი ზო­მა­ვენ დე­და­მი­წის ენერ­გე­ტი­კულ ბა­ლანსს – ანუ იმას, თუ რამ­დე­ნი მზის სით­ბო შე­მო­დის ატ­მოს­ფე­რო­ში და რამ­დე­ნი აი­რეკ­ლე­ბა უკან, კოს­მოს­ში. უშუ­ა­ლოდ ატ­მოს­ფე­რო­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი სით­ბუ­რი ენერ­გი­ის გა­ზომ­ვა გა­ცი­ლე­ბით ზუსტ სუ­რათს იძ­ლე­ვა, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ ოკე­ა­ნი­სა თუ ხმე­ლე­თის ზე­და­პირ­ზე ტემ­პე­რა­ტუ­რის ცვლი­ლე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა.

იმ კლი­მა­ტურ­მა მო­დე­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე ზუს­ტად ემ­თხვე­ვა თა­ნამ­გზავ­რულ დაკ­ვირ­ვე­ბებს, აჩ­ვე­ნეს: ნახ­შირ­ბა­დის (CO2) დო­ნის გა­ორ­მა­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პლა­ნე­ტა გა­ცი­ლე­ბით სწრა­ფად და მკვეთ­რად გათ­ბე­ბა, ვიდ­რე აქამ­დე გვე­გო­ნა.

“თუმ­ცა, სა­ნამ სა­ბო­ლოო დას­კვნებს გა­მო­ვი­ტანთ, ჩვე­ნი შე­დე­გე­ბი სხვა­დას­ხვა წყა­რო­დან მი­ღე­ბუ­ლი და­მა­ტე­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით უნდა გა­და­მოწ­მდეს” – გან­მარ­ტავს კვლე­ვის ავ­ტო­რი, გერ­გა­ნა გი­უ­ლე­ვა.

  • გრძელ­ვა­დი­ა­ნი კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შე­დე­გე­ბი დე­და­მი­წის­თვის

გა­ნახ­ლე­ბუ­ლი გა­მოთ­ვლით, ნახ­შირ­ბა­დის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის გა­ორ­მა­გე­ბა მოკ­ლე­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ტემ­პე­რა­ტუ­რის სა­შუ­ა­ლოდ 2.25°C-ით მა­ტე­ბას გა­მო­იწ­ვევს (ნაც­ვლად ოფი­ცი­ა­ლურ პროგ­ნო­ზებ­ში არ­სე­ბუ­ლი 1.8°C-ისა). სიდ­ნე­ი­სა და ოს­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ექ­სპერ­ტებ­მა ამ მიდ­გო­მას უკვე უწო­დეს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ნა­ბი­ჯი თა­ნა­მედ­რო­ვე კლი­მა­ტო­ლო­გი­ის­თვის.

თუმ­ცა, მეც­ნი­ე­რე­ბი აფრ­თხი­ლე­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ ეს მხო­ლოდ კლი­მა­ტის დრო­ე­ბი­თი რე­აქ­ცი­აა. მომ­დევ­ნო ათწლე­უ­ლებ­ში გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა სხვა ბუ­ნებ­რი­ვი მე­ქა­ნიზ­მე­ბიც – მათ შო­რის ოკე­ა­ნე­ე­ბის შემ­დგო­მი გათ­ბო­ბა და ყი­ნუ­ლე­ბის მას­შტა­ბუ­რი დნო­ბა. თუ კა­ცობ­რი­ო­ბა ატ­მოს­ფე­რო­დან ნახ­შირ­ბა­დის აქ­ტი­ურ გა­მო­დევ­ნას არ და­ი­წყებს, დე­და­მი­წის გრძელ­ვა­დი­ან­მა კლი­მა­ტურ­მა მგრძნო­ბე­ლო­ბამ შე­საძ­ლოა, მომ­დევ­ნო ათას­წლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კა­ტას­ტრო­ფულ 7°C-იან დათ­ბო­ბამ­დეც კი მიგ­ვიყ­ვა­ნოს.