როდის დაფუძნდება სალომეს ფანჩატური? – ნანა კაკაბაძე

„ოპოზიციონერი დეპუტატების ფუჭი ოცნებებიდან, საპარლამენტო დარბაზში მხოლოდ ლანძღვა-გინების, მომწამვლელი ნივთიერების გაშვების და მაგიდებზე ახტომის მოგონებები დარჩება საზოგადოებას, ხოლო დარბაზის გარეთ მხოლოდ ვერშემდგარი საბოტაჟებით, ვერშემდგარი „გრანდიოზული“ მანიფესტაციებით და ვერშემდგარი რევოლუციებით გავიხსენებთ.“-ამის შესახებ წერს არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე.
ნანა კაკაბაძის თქმით, ხელმოცარულებმა იმედის თვალი ახლა მადამ პრეზიდენტს მიაპყრო, რომელმაც გუშინდელი საპარლამენტო გამოსვლით ნათელაშვილის ფანჩატურის რეანიმაციის მცდელობაზე გააკეთა განაცხადი
„როდის დაფუძნდება სალომეს ფანჩატური?
ბოლო დღეებში ქართულ ოპოზიციას თავის გამოჩენის მშვენიერი საშუალებები გამოუჩნდა – ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრისას ყველა ტელეარხი აჩვენებდა, თუ როგორი “მაგრები”, “შეუპოვრები” და “პრინციპულები” არიან.
ხელისუფლების ლანძღვა-გინებაში დაწინაურება ადვილი საქმე როდია, რადგან ყველას აქვს პრეტენზია ლიდერობაზე.
შეეცადა გადაესწრო კოლეგებისთვის, მაგრამ ამ საქმეში გამოცდილი არმაზ ახვლედიანი, და უკეთ მომზადებულები აღმოჩნდნენ. მათ იმასაც კი მიაღწიეს, რომ სხდომების წამყვანებს თავი გააძევებინეს დარბაზიდან და ყველა არხის სატელევიზიო სიუჟეტებში მოხვდნენ. აბა რა ეგონა კუპონა რომანას და სხვა ვეტერანებს, ან თუნდაც ხაბესა და ზოგიერთ ახალგაზრდას, თაკოს, სალომეს და არმაზს ისინი აჯობებდნენ უტიფრობაში, უტაქტობაში, უზრდელობასა თუ ლანძღვა-გინებაში?
წლებია ვიცით, რომ ამ ჯიშის ოპოზიციონერებისგან პოზიტიურს არ უნდა ელოდო, მაგრამ ამ რაოდენობის სულელური შეკითხვების დასმა მაინც მეტისმეტი იყო. მაგრამ რა ქნან? აშკარად გრძნობენ საკუთარი პოლიტიკური ცხოვრების დასასრულის მოახლოებას და თავგანწირვით ცდილობენ, პოლიტიკური სიცოცხლე 9 თვის შემდეგ როგორმე გაიხანგრძლივონ. თუმცა, ამოა მათი ფაფხური, წლის ბოლოს ოპოზიციონერი დეპუტატების ოცნება საკუთარი თავი კოალიციურ მთავრობაში იხილონ, 90% სამთავრობო კაბინეტების ნაცვლად პოლიტიკურ სანაგვეზე გადაინაცვლებს.
ოპოზიციონერი დეპუტატების ფუჭი ოცნებებიდან, საპარლამენტო დარბაზში მხოლოდ ლანძღვა-გინების, მომწამვლელი ნივთიერების გაშვების და მაგიდებზე ახტომის მოგონებები დარჩება საზოგადოებას, ხოლო დარბაზის გარეთ მხოლოდ ვერშემდგარი საბოტაჟებით, ვერშემდგარი „გრანდიოზული“ მანიფესტაციებით და ვერშემდგარი რევოლუციებით გავიხსენებთ.
ხელმოცარულებმა იმედის თვალი ახლა მადამ პრეზიდენტს მიაპყრო, რომელმაც გუშინდელი საპარლამენტო გამოსვლით ნათელაშვილის ფანჩატურის რეანიმაციის მცდელობაზე გააკეთა განაცხადი. მაშინვე აწკავწკავდნენ წყალწაღებულები – ჩვენ შენთანა ვართ ჩვენო პრეზიდენტოო.
სალომეს სააკაშვილიც წაელაქუცა, მას გამოსვლის ყველა ნაწილი მოუწონა და ოპოზიციას მიმართა – მე კი ვიცი, ვინ უნდა დასახელდეს მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატად და აბა, ამაზე თქვენც იფიქრეთო. აშკარა მინიშნება იყო სალომეზე და იმედი, რომ მადამ პრეზიდენტი დაინახავდა მიშას ლაქუცს და იქნებ მის შეწყალებაზეც ეფიქრა.
რადგან მიშა ვახსენეთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ კაცმა მართლაც “ზებუნებრივი” თვისებები გამოავლინა, მომაკვდავი არა მხოლოდ გაცოცხლდა, არამედ გამოცოცხლდა, განუკურნელი დემენცია და კახექსია დაამარცხა, ზედ დამატებული კიდევ 40-მდე მძიმე და უმძიმესი დაავადება, როგორც ამას მისი ერთგული ქართველი და უცხოელი ექიმები ერთხმად ამტკიცებდნენ.
მოკლედ ვითარება ასეთია, ან მიშა უნდა შეირაცხოს ზებუნებრივი ძალის მქონე წმინდანად, ან ნინო ნადირაძე და მისი კოლექტივი უნდა წარვადგინოთ მედიცინის დარგში მიღწეული საოცრებისთვის ნობელის პრემიაზე.“-წერს ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს