“ყოველი წვიმა უსაშველოდ საშიში გახდა… თითქოს ნორმაა ტალახში ჩამხრჩვალი ადამიანების ძებნა, გლოვა, გადარჩენის სიხარული” – თამარ ბუჩუკური

სახლში დარჩითო, გვირჩევს 112. სტიქიას შეწირული ოჯახებიც სახლებში დარჩნენ, მაგრამ შუა ღამისას მეწყერმა მიაკითხა და სახლებიანად მიწაში ჩაახრჩო უკვე ოთხი ცხედარია ნაპოვნი… მაშველები ეძებენ პატარებსაც… იპოვეს დედა-შვილის უსულო სხეულები…
ჯერ 13 ივნისი იყო, მერე – … ყოველი წვიმა უსაშველოდ საშიში გახდა ადამიანებისთვის ემოციურად… თითქოს სიკვდილის ლანდებს მივეჩვიეთ, თითქოს ნორმაა სახლებიანად გატაცებული და ტალახში ჩამხრჩვალი ადამიანების ძებნა, გლოვა, გადარჩენის სიხარული.
განა რა გახდა, აღრიცხონ მეწყერსაშიში ზონები ამ ერთ ციდა ქვეყანაში და ასეთ ადგილებში მცხოვრები ადამიანები გადაიყვანონ უსაფრთხო ადგილებში, უბრალოდ სიცოცხლის ხელშეწყობა, განა რა გახდა…

ასევე დაგაინტერესებთ