დაკავებულია მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი ფარტენაძე, რომელიც მასზე ძალადობის შესახებ იუწყებოდა, დაკავებულია. ინფორმაციას მისი ადვოკატი ავრცელებს.

ინტერესების დამცველი წერს, რომ ფარტენაძის დაკავების მოტივს და საფუძველს ამ წუთებში არკვევს.

„დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში. ამ დროისათვის ვარკვევთ, თუ რა საფუძვლითა და მოტივით იქნა ადმინისტრაციული წესით დაკავებული კობა ფარტენაძე.

მჟამად ის მოთავსებულია ზესტაფონის წინასწარი დაკავების იზოლატორში.

საზოგადოებას უახლოეს პერიოდში ვაცნობებთ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასა და მისი მიმდინარეობის შესახებ“, – წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.

ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს ორი დღის წინ, გვიან ღამით, ბათუმში, ევროპის მოედანზე თავს დაესხნენ. ეს ჟურნალისტზე ერთ კვირაში უკვე მეორე თავდასხმაა. რამდენიმე დღით ადრე მომხდარი თავდასხმის ბრალდებით დაკავებული პირები სასამართლომ 7-7 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.