“დროა”: კობახიძე რუსეთს უკრაინასთან ომში ეხმარება (ვიდეო)

კობახიძე რუსეთს უკრაინასთან ომში ეხმარება, – ამის შესახებ “დროას” წევრების საუბრობენ. მარიამ კალანდია პირდაპირ ამბობს, რომ “ოცნების” რიტორიკა, თითქოს საწვავით ქართულ მოსახლეობას და აფხაზებს ეხმარებიან, სიმართლეს არ შეესაბამება.

კობახიძე პირდაპირ მუშაობს და ეხმარება რუსეთს უკრაინასთან ომში. ეს მტკიცებულება დავდეთ ჩვენ. მათი ლაპარაკი, რომ თითქოს ისინი აფხაზებს ეხმარებიან, ეს არის არაფრის მომცემი, იმიტომ, რომ ქართულ მოსახლეობას და თუნდაც აფხაზებს, არავინ არაფერში დაეხმარება. მაშინ, როცა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დგას რამდენიმე რუსული დანაყოფი, არის რუსული ბაზები, ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური ეჭვი, რომ ეს საწვავი ხმარდება რუსულ ბაზებს, მიდის მათთან და არა მოსახლეობას, რადგან ჩვენ აფხაზური საიტებიდან ვხედავთ, როგორ ჩხუბობს ხალხი, როგორ ეჩხუბება ე.წ. მათ ხელისუფლებას და პასუხს სთხოვს, რატომ არ არის საწვავი აფხაზეთში, – ამბობს “დროას” წევრი მაია კალანდია.

„დროას“ კიდევ ერთი წევრი, მარიამ სიჭინავა კი ყურადღებას საწვავის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადატანის სამართლებრივ და ფინანსურ გარემოებებზე ამახვილებს. მისი თქმით, უცნობია, რეალურად რა გადაჰქონდათ საწვავმზიდებით, ვინ იყვნენ მძღოლები და რა დოკუმენტაციის საფუძველზე ხორციელდება ოკუპირებულ ტერიტორიასთან ვაჭრობა.

ნამდვილად იყო თუ არა შიგნით საწვავი? არავის უნახავს ეს საწვავი იყო თუ არა და სხვა რა იყო კიდევ მანქანებში? არავის შეუმოწმებია ეს მანქანები, ვინ იყვნენ ამ მანქანების მძღოლები და როგორ ვახდენთ ვაჭრობას? ქონექთს ჰქონდა გავრცელებული, იმიტომ, რომ ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან ეკონომიკური ვაჭრობა აკრძალული გვაქვს კანონმდებლობით, როგორც ჩანს, კობახიძემ გამოსცა სპეციალური დადგენილება, რომ ქონექთს შეუძლია, ეს საწვავი მიჰყიდოს კერძო პირს და შემდეგ კერძო პირმა გადაიტანოს.

სად ვხედავთ მიღება-ჩაბარების აქტს, შეძენის აქტს? რომ შევიძინეთ პირგასამტეხლო სად წავიდა, დღგ სად წავიდა, ვინ შეიტანა, ამ ყველაფერს ჩვენ ვერ ვხედავთ. ბუნებრივია, რომ ეს კითხვები არსებობს და ბუნებრივია, რომ ხელისუფლება ვალდებულია, ამ კითხვებს გასცეს პასუხი, – ამბობს მარიამ სიჭინავა. 

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის ახალი პარტია შეიტანეს – ინფორმაცია და კადრები მაია კალანდიამ და მარიამ სიჭინავამ გაავრცელეს.

კადრების თანახმად, ენგურის ხიდი ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან კიდევ სამმა საწვავმზიდმა გადაკვეთა.

აქტივისტი წერს, რომ ისინი ხიდთან მდებარე ქართულმა საგუშაგომ უპრობლემოდ გაატარა.