ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე უტა ბერიას მხატვრულმა ფილმმა, „ცრემლსადენი გაზი“ დამოუკიდებელი ჟიურის პრიზი მიიღო

ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე უტა ბერიას მხატვრულმა ფილმმა, „ცრემლსადენი გაზი“ დამოუკიდებელი ჟიურის პრიზი მიიღო.
🛑 რეჟისორმა მიღებული ჯილდო სინდისის პატიმარ მათე დევიძეს მიუძღვნა.
💬 „მინდა ეს პრიზი მივუძღვნა მათე დევიძეს, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკური პატიმარია საქართველოში. ის მონაწილეობდა იმ პროტესტში, სადაც ეს ფილმი გადავიღეთ. ის იბრძოდა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და უკეთესი მომავლისთვის. ეს მათეს ეძღვნება” – თქვა უტა ბერიამ ჯილდოს მიღების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.
ფილმის ნაწილი თბილისში მიმდინარე საპტოტესტო აქციების დროს არის გადაღებული.
ფილმში 16 წლის ელენე და თავისი ოჯახის წევრები სამოქალაქო პროტესტის ეპიცენტრში აღმოჩნდებიან. თავისუფლებისთვის საყოველთაო ბრძოლის ფონზე, ელენეს მოუწევს თვალი გაუსწოროს თავისი ოჯახის დაშლის მიზეზებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის სამარის ოლქში „როსკოსმოსის“ ერთ-ერთ მთავარ საწარმოზე დარტყმა „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტებით განხორციელდა – ეს კარგი შედეგია, ჩვენი საზღვრიდან მანძილი დაახლოებით 900 კილომეტრია