მაგდალენა სობკოვიაკ-ჩარნეცკა – პოლონეთი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს

პოლონეთი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს, – ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, მაგდალენა სობკოვიაკ-ჩარნეცკამ განაცხადა.

მაგდალენა სობკოვიაკ-ჩარნეცკას განცხადებით, უკრაინისთვის რაკეტების გადაცემის საკითხი პოლონეთის უსაფრთხოებიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს.

„ვფიქრობ, ეს საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება. ეს გადაწყვეტილება ყოველთვის პოლონეთის უსაფრთხოების კონტექსტში უნდა იქნას მიღებული“, – აღნიშნა პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, ეს მიმდინარე წლის განმავლობაში პოლონეთის მიერ უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების გადაცემის პირველი შემთხვევა არ იქნება. გასულ თვეში, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ გაზაფხულზე პოლონეთის მთავრობამ უკრაინას Patriot-ის ხუთი რაკეტა გადასცა.