“1840 წელს რუსმა პოეტმა ლერმონტოვმა გამოაქვეყნა ცნობილი პოემა “მწირი”, რომლის შესავალიც გვამცნობს: ვიღაცა მეფე, რომელიღაცა წელს, დაიღალა მისი გვირგვინის ტვირთით და გადასცა რუსეთს თავისი ხალხი”

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:
არ უნდა წავაგოთ ეს ბრძოლა. მიიტანეთ ეს სტატუსი იმ ადამიანებამდე, ვინც დაბნეულები არიან პროპაგანდის მიერ მოწყობილი საინფორმაციო ქაოსის გამო.
ირაკლი კობახიძის(ივანიშვილის) წარმოდგენა გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ ერთი-ერთში იმეორებს რუსულ იმპერიულ ხედვას მცირე ერების დაპყრობის შესახებ.
აგერ მტკიცებულება:
1840 წელს რუსმა პოეტმა ლერმონტოვმა გამოაქვეყნა ცნობილი პოემა “მწირი”, რომლის შესავალიც გვამცნობს:
Теперь один старик седой,
Развалин страж полуживой,
Людьми и смертию забыт,
Сметает пыль с могильных плит,
Которых надпись говорит
О славе прошлой — и о том,
Как, удручен своим венцом,
Такой-то царь, в такой-то год,
Вручал России свой народ.
И божья благодать сошла
На Грузию! Она цвела
С тех пор в тени своих садов,
Не опасаяся врагов,
За гранью дружеских штыков.
ვინც რუსული არ იცით:
ვიღაცა მეფე, რომელიღაცა წელს, დაიღალა მისი გვირგვინის ტვირთით და გადასცა რუსეთს თავისი ხალხი. მას შემდეგ ღვთის მადლი გადმოვიდა საქართველოზე, რომელიც აყვავდა მისი ბაღების ჩრდილში, აღარ ეშინოდა რა მტრების, მეგობრული შტიკებით დაცულს.
მაშ ასე: ერეკლე მეფე არის ვიღაცა მეფე. დაღლილა თურმე გვირგვინით. საკუთარი ერი გადაუცია რუსეთისთვის. და მას მერე ავყვავდით, იმიტომ, რომ რუსები გვიცავდნენ.
ასე ხედავს იმპერია მცირე ერის შემოერთებას. იქით მადლობლები უნდა ვიყოთ, რომ მართვის ტვირთი მოგვაშორეს. და რა თქმა უნდა დაპყრობის შემდეგ მხოლოდ კარგი ხდება.
ქართველებს ამ საკითხთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებული აზრი გვაქვს. და ეს აზრი “დიფსთეითამდე” ბევრად უფორ ადრე ჩამოყალიბდა.
კერძოდ:
1859-60 წლებში ილია ჭავჭავაძემ თარგმნა ლერმონტოვის მწირის ფრაგმენტები და ზემოთ მოტანილი ნაცილი ასე შეცვალა:
“ნანგრევთა მცველი მოხუცებული,
კაცით, სიკვდილით დავიწყებული მტვერსა აშორებს საფლავისა ქვებს,
რომელთ ნაწერნი მოგვითხრობს, გვამცნობს,
ვითარ ჰქონიათ ადრე დიდება,
ვით წართმევიათ ბედნიერება,
როს ქართველთ მეფე ამა დ,ამ წელსა
რუსს აბარებდა თვის ერთგულ ერსა
მას აქეთ, რაცა კურთხევა ღვთისა
მიეცა ტანჯულს ივერიის ერს,
რაც კარგი ექნას რუსისა შტიკსა,
ღმერთმა იმ რუსსვე ასკეცად მისცეს.”
აქ ჭავჭავაძე პირდაპირი ტექსტით ამბობს, რომ ტრაქტატმა საქართველოს არაფერი კარგი არ მოუტანია. რომ რუსის შტიკმა რაც “კარგი” უქნა საქართველოს, ყველაფერი ისევ რუსებს უნდა მიუბრუნდეთ უკან.
როგორ ფიქრობთ, რა ათქმევინებდა ჭავჭავაძეს ამას?
რა და ისტორიის ცოდნა. ფაქტების ცოდნა. მან, ისევე როგორც ყველა ქართველმა, კარგად იცოდა, რომ ტრაქტატით გათვალისწინებული არცერთი პუნქტი არ შეუსრულებია რუსეთს. იცოდა, რომ ამ ტრაქტატით უფრო განრისხდნენ სხვა იტორიული მოწინააღმდეგეები და რუსეთმა არაფერი გააკეთა ამ რისხვის შესაჩერებლად. იცოდა, რომ რუსეთმა ყველა ბრძოლაში გადააგდო ერეკლე მეფე, ხოლო ერეკლეს შთამომავლებს საერთოდ სამეფო გაუუქმა, რისი შენარჩუნებაც წესით ასევე ტრაქტატით იყო გარანტირებული.
ერთი სიტყვით, ერეკლეს განზრახვა შეიძლება პოზიტიურად იქნას შეფასებული, მაგრამ თავად ტრაქტატზე იმის თქმა, რომ მან ერთი დღე მაინც შეასრულა საკუთარი ფუნქცია არის სუფთად რუსული ნარატივი, რომლის მსგავსს ვერაფერს მონახავთ ქართულ ისტორიოგრაფიაში. ვერ ნახავთ, ვინაიდან ის ისტორიულ ფაქტებს ეწინააღმდეგება და წმინდად პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. კერძოდ რუსეთის გაკეთილშობილებას, მზრუნველ დიდ ძმად, მცირე ერების მცველად წარმოჩენას, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია როგორც რუსეთისთვის, ასევე დღევანდელი ქართული ოცნების რეჟიმისთვის, რომელსაც სასიცოცხლოდ სჭირდება რუსეთთან მჭირდო კავშირებისათვის იდეოლოგიური საფუძველი, რომელიც მტერი და დამპყრობელი რუსეთის პირობებში არასოდეს ექნება.
ერთი ნიუანსიც.
ილია ჭავჭავაძე უპირისპირდებოდა და აკრიტიკებდა რუსეთის იმპერიულ პოლიტიკას. თუმცა იმპერიის მერე იყო საბჭოთა კავშირიც. საინტერესო ისაა, რომ საბჭოთა კავშირიც კი, რომელიც წესით იმპერიულ პოლიტიკას უნდა დაპირისპირებოდა, რაღაც მომენტში ცვლის ისტორიოგრაფიას და რუსეთის იმპერიის დაპყრობებს პოზიტიურ ჭრილში განიხილავს. ეს საკითხი კარგად არის განხილული სოლომონ შვარცის სტატიაში “Revising The History of Russian Colonialism.”
კერძდ, შვარცის მიხედვით, საბჭოთა კავშირის პირველ წლებში კომუნისტები სასტიკად აძაგებდნენ რუსეთის იმპერიის კოლონიალიზმს, როგორც მცირე ერების დაჩაგვრისა და დათრგუნვის პოლიტიკას. თუმცა 30-იანი წლების ბოლოს ეს მიდგომა გადაიხედა და საბჭოთა ისტორიოგრაფიის მიზანი გახდა თუნდაც რუსეთის იმპერიის პერიოდში რუსი და დაპყრობილი ხალხების მეგობრობის წარმოჩენა.
“The chief one prescribed for them in recent years has been to ex
pound a positive view of the process of Russian colonial expansion under the Tsars, the period when what is today the “Soviet East” was integrated into the great Russian Empire. The history of the peoples of the present-day Soviet East must henceforth be depicted as “the history of their friendship with the great Russian people.”
1940 წელს სახელმძღვანელოების შესახებ ერთ-ერთ დადგენილებაში ეწერა:
The fact that, let us say, Georgia came under a Russian protectorate at the end of the eighteenth century, as well as the fact that the Ukraine passed under Russian rule, is regarded by the authors [of the textbooks submitted in the competition] as an absolute evil, without taking into consideration the concrete historical conditions
of that time. The authors do not perceive that Georgia was at that time faced with the alternative either of being conquered by the Persian Shah and the Turkish Sultan or coming under the protectorate of Russia. . . . They do not perceive that
the latter prospect was the lesser evil.
1951 წელს კი, კრებულში “ისტორიის საკითხები” ვკითხულობთ:
“The Ukraine, Georgia, Armenia, Azerbaidjan, after their annexation to Russia, were incorporated into the economic life of Russia, which was on a higher level than their own. They, in turn, made a vast contribution to the economic life of the country, to its forward movement. Economic intercourse among the various peoples was not exhausted by the national-colonial relationship even though it proceeded under its yoke.”
იქვე:
“In appraising the results of the peoples’ incorporation into the structure of Tsarist Russia, historians must pay special attention to the intercourse among the peoples, to the new and positive content that the great Russian people, in spite of Tsarism, introduced into their economic and cultural life. The task of historians is to depict the historical perspective of the unity and struggle of the toilers of various peoples under the leadership of their older brother, the Russian people.”
ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, საბჭოთა ისტორიოგრაფიის ამოცანა იყო რუსულ ცოლონიურ პოლიტიკაში ეპოვნათ დადებითი ასპექტები, რომლებიც თითქოს წარმოაჩენდნენ რუს და დაპყრობილ ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობის არსებობას.
ხოდა სწორედ ამას აკეთებს დღეს ივანიშვილის რეჟიმი კობახიძის ხელით. სხვანაირად როგორ ახსნით, რომ ის ტრაქტატს პოზიტიურ დოკუმენტად წარმოაჩენს, რომელსაც რეალურად არ უმუშავია? როგორ ახსნით, რომ მისი მტკიცებით ტრაქტატის პირობები სრულდებოდა სანამ ერეკლე მეფე ცოცხალი იყო? როგორ ახსნით “რუსოფობიის” შესახებ წამოწყებულ ახალ კამპანიას და მოულოდნელად აგვისტოს ომის შეფასებისას ახალი ნარატივის ამოყვინთვას იმის შესახებ, რომ თურმე ამ ომით ვიღაცას რუსი ხალხის მიმართ ზიზღის გაღვივება სურდა?
ვერ ახსნით.
შესაბამისად, ერთადერთი დასკვნაა, რომ დღეს ივანიშვილის რეჟიმი მთლიანად შემჯდარია სამყაროს ხედვის რუსულ ნარატივზე, იმეორებს მის იმპერიულ გზავნილებს, იყენებს საბჭოთა კავშრის დროს ჩამოყალიბებულ ისტორიულ შაბლონებს და ამით უპირისპირდება არა მხოლოდ ქართულ ისტორიოგრაფიას, არამედ ქართულ იდენტობასაც, რომელიც მკვეთრად დაპირისპირებულია რუსულ იმპერიალიზმთან. უპირისპირდება ილია ჭავჭავაძეს, ეროვნულ მოძრაობას, ყველა ომის გმირს, დევნილებს და ზოგადად ყველას, ვინც რუსული პოლიტიკის მიერ იქნა დაზარებული. ანუ ყველა პატრიოტს.
კარგი იქნება თუკი ამ ყველაფერს ჟურნალისტები გაეცნობიან და ძალიან კონკრეტულ შეკითხვებს დაუსვამენ კობახიძეს ან ნებისმიერ სხვა ყმას შემდეგ პრესკონფერენციაზე. მაგალითად მიიჩნევს თუ არა ის მოღალატედ ან რუსოფილად ყველას, ვისაც ტრაქტატი არ მოსწონს. თუ მასუხი იქნება კი, ჭავჭავაძის მაგალითი უნდა მოუყვანონ. ან მიიჩნევს თუ არა ის რუსოფობად ყველას, ვინც რუსეთს უპირისპირდება და იქვე კოსტავას მაგალითი მოიყვანონ.
ფაქტები ჩვენს მხარეს არის. სიმართლე ჩვენს მხარეს არის. არ უნდა მიეცეს პროპაგანდას გაქანების საშუალება. ყოველ ახალ გამოხტომაზე კედელს უნდა ეჯახებოდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება, რის გამოც “დარიალის” სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან მოქალაქეების, ასევე საპატრულო პოლიციის და საბაჟო სამსახურის თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა