Fox News-ის ყოფილი წამყვანი ტაკერ კარლსონი ამბობს, რომ პუტინთან ჩაწერს ინტერვიუს

ტელეკომპანია Fox News-ის ყოფილმა წამყვანმა და კომენტატორმა ტაკერ კარლსონმა 6 თებერვალს განაცხადა, რომ თანხმობა მიიღო ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ინტერვიუს ჩასაწერად.
“ამაღამ მოსკოვში ვართ. აქ ვართ ინტერვიუსთვის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან”, – ამბობს კარლსონი.
ტაკერ კარლსონი, რომელიც ცნობილია შუღლის გამომწვევი რიტორიკით და შეთქმულების თეორიების გავრცელებით, ამბობს, რომ “ხალხის ინფორმირება” მისი მოვალეობის ნაწილია.
Fox News-მა კარლსონი შარშან გაათავისუფლა, არჩევნების გაყალბების შესახებ უსაფუძვლო ცნობების გავრცელებით გამოწვეული სკანდალებისა და სასამართლო პროცესების ფონზე. მოგვიანებით კარლსონმა თავისი შოუ დაიწყო პლატფორმაზე X-ზე, ანუ ძველ Twitter-ზე.
პუტინთან ინტერვიუ X-ზე გამოქვეყნდება, თუმცა კარლსონი არ აკონკრეტებს, როდის.