დღეს გეორგიევსკის ტრაქტი გახდა კარგი… ეს არის საქართველოს მიცემა რუსეთისთვის – გვარამია კობახიძის განცხადებაზე

დღეს 1783 წელი გამოცხადდა პოზიტიურ თარიღად, ეს არის საქართველოს მიცემა რუსეთისთვის – ასე ეხმაურება კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ გეორგიევსკის ტრაქტატმა ქვეყნის გადარჩენაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა.

“როდესაც გვეტყვიან, რომ ამ ხალხთან ლაპარაკი შესაძლებელია, მართლა მაინტერესებს როდის ელაპარაკეთ იმ ადამიანს რაიმე საქმეზე, ვინც სერიოზულად ამტკიცებს, რომ გეორგიევსკის ტრაქტატი არის პოზიტიური მოვლენა” – ამბობს გვარამია გადაცემა “დღის ამბებში”.

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტი ისევ გახდა კარგი. ეს ტაბუდადებული თემაც კი არ იყო. ეს იყო თემა, რომელიც გადაფურცლა საქართველოს ისტორიამ, წლების წინ კი არა, საბჭოთა კავშირის დროსაც კი. მაგრამ, დღეს ეს გაცოცხლდა როგორც პოზიტიური მოვლენა საქართველოს ხელისუფლებაში. ასეთი გიჟები საქართველოში ცხოვრობდნენ, პოლიტიკურ სპექტრშიც იყვნენ, მაგრამ არ ყოფილან ხელისუფლებაში. დღეს 1783 წელი გამოცხადდა პოზიტიურ თარიღად. ეს არის საქართველოს მიცემა რუსეთისთვის, რაც არის ეროვნული ინტერესების ღალატი. ამიტომ, არ უნდა გვეშინოდეს არაფრის, იმიტომ რომ ეს არის შედეგზე მიმართული ამბავი. როდესაც გვეტყვიან, რომ ამ ხალხთან თანამშრომლობა, ლაპარაკი შესაძლებელია, მართლა მაინტერესებს როდის ელაპარაკეთ კონკრეტულად თქვენ იმ ადამიანს სერიოზულად რაიმე საქმეზე, ვინც სერიოზულად ამტკიცებს, რომ გეორგიევსკის ტრაქტატი არის პოზიტიური მოვლენა საქართველოს ისტორიაში. თუ რაიმე იყო გეოპოლიტიკური კატასტროფა, იყო ის. დღეს მაინც ხო ვიცით ეს”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში.  

ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სწორედ გეირგიევსკის შეთანხმებამ გადაარჩინა ქვეყანა, რაც აპრიორი იმას ნიშნავს, რომ ერეკლე მეორის მიერ გადადგმული ნაბიჯი ბრძნული და უალტერნატივო იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე – საზღვარგარეთიდან ძალებმა პროპაგანდისტული კამპანია დაიწყეს ჩვენი ერისა და ინტერესების წინააღმდეგ, თითქოს ქართველები ცუდად ეპყრობიან გარკვეული ეროვნების ტურისტებს, ეს სრული ტყუილია

მიხეილ სააკაშვილი – ტყუილია, რომ ბენზინი აფხაზეთში გადის, სინამდვილეში გადადის რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, რომელთაც უკრაინული დარტყმების შედეგად, დეფიციტი აქვთ, ამიტომ გახდა საქართველოში ბენზინი 4 ლარი – ასე იცის რუსეთის ეკონომიკურ ვასალად ქცევამ