ხატია დეკანოიძე: არც ერთი სიტყვა – ქართველი ხალხი როგორ გრძნობს თავს. მხოლოდ რუსის კომფორტზე ლაპარაკობს კობახიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე:
– სამჯერ ჩაბნელებულ ქვეყანაში ენერგეტიკულ კრიზისზე ინფორმაცია არ გვაქვს (რუსულ კომპანიაში მომუშავე აფხაზი კაცის კომენტარის გარდა);
– არ ვიცით გაზრდილ ფასებს რა ეშველება;
– საწვავის ფასის ზრდა როგორ დააწვება ქვეყანას;
– განათლების კუთხით რა ხდება, ვინ იყიდის ფორმებს? ვისაც ფული არ აქვს – როგორ იყიდოს?
– როგორ აღმოჩნდა იარაღი 17 წლის ბავშვის მკვლელის ხელში?
– კატასტრიფულად გაზრდილ ფასებს რა ეშველება? ზამთარი როგორ გადავიტანოთ?
– ქოლ-ცენტრები რატომ არ იხურება?
– სექტემბერში, სკოლები რომ დაიწყება, თბილისის საცობებში ხალხმა ბავშვები როგორ მიიყვანოს სკოლებში გადათხრილი რუსთაველზე.
– სოფლები და ქალაქები რატომ იცლება?
არც ერთი სიტყვა – ქართველი ხალხი როგორ გრძნობს თავს.
მხოლოდ რუსის კომფორტზე ლაპარაკობს კობახიძე.