ნიკოლოზ ვაჩეიშვილი: ამ სიამაყიდან, ეს სირცხვილი გამოძერწა “ქართულმა ოცნებამ” (ვიდეო)

015–2019 წლები ქართულმა ოცნებამ გელათის ტაძრის გადახურვის სამუშაოები დაიწყო.
ძველი კრამიტი ახალი, ჭიქური კრამიტით შეცვალეს, თუმცა სამუშაოები ტექნოლოგიური დარღვევებით ჩატარდა.
ეს ცხადი გახდა 2020 წელს, როცა უხარისხო კრამიტმა წვიმის წყალი გაატარა, შედეგად კი ფრესკები და მოზაიკა დაასველა.
სწორი რეაგირება დაგვიანდა.
პასუხისმგებელმა უწყებებმა პრობლემის მასშტაბი თავიდანვე სათანადოდ არ შეაფასეს. დააგეს დროებითი ბრტყელი გადახურვა (ტენტები/თუნუქი), რომელმაც წყალი მაინც გაატარა ან კონდენსატი წარმოქმნა.
გელათისთვის ყველაზე კრიტიკულ
დროს, მის მდგომარეობაზე სწორი რეაგირება უნდა მოეხდინა მაშინდელ მინისტრს თეა წულუკიანს.
შესაბამისად, გელათზე გადაფარებული სუდარა, სრულად მისი პასუხისმგებლობაა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ კაპანაძე: ქართული ოცნება გვეუბნება, რომ ჩვენი გმირები დაიღუპნენ საკუთარ მოსახლეობასთან ბრძოლაში. ჩვენ სიმართლით ვიბრძოლებთ, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს საუბარი იმაზე – თუ ვინ დაიწყო ომი. ომი დაიწყო რუსეთმა! (ვიდეო)